"დაცვით რატომ დადის, 2 მანქანა რატომ დაყვება და დავალებებს რატომ იძლევა?" - ნანაუკა ჟორჟოლიანი ოთარ ფარცხალაძეზე

"დაცვით რატომ დადის, 2 მანქანა რატომ დაყვება და დავალებებს რატომ იძლევა?" - ნანაუკა ჟორჟოლიანი ოთარ ფარცხალაძეზე

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს აკრიტიკებს.

"მაპატიოს ობამამ, თემას უნდა გადავუხვიო და ეს ფარცხალაძე რომ მოხსნეს, ფინანსურში რატომ ზის, დაცვით რატომ დადის, 2 მანქანა რატომ დაყვება და დავალებებს რატომ იძლევა?:) ასე ხომ "მხოლოდ " ნაციონალების დროს "ხდებოდა" ნწ, ნწ... ერთ ამბავს მაგონებს და კი მახსოვს ის ამბავი როგორც დამთავრდა:)...", - წერს ჟორჟოლიანი.

შეგახსნებეთ, რამდენიმე დღის წინ ტეპუტატმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი გადაადგილდება ესკორტით, ემსახურება სახელმწიფო დაცვა და დადის "მოდულის" შენობასა და ფინანსურ პოლიციაში. როგორც მინაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, საგამოძიებო სისტემას კვლავ ფარცხალაძე ხელმძღვანელობს.

"ტელევიზიით, ორშაბათიდან პარასკევამდე, ნაცვლად იმისა, რომ საუბარი იყოს თუ რა კეთდება ქვეყანაში, არის პროკურატურიდან ერთი უტიფარი ადამიანის საუბარი, რომელიც დაწერილი ტექსტიდან კითხულობს სიცრუეს. ეს დადასტურდება ბატონებო. ამას ოთარ ფარცხალაძე აკეთებს, რომელიც აღმოჩნდა, რომ ყაჩაღია. ფარცხალაძე დადის ესკორტით, ემსახურება სახელმწიფო დაცვა და შედის "მოდულის" შენობაში - იქვე ახლოს ცხოვრობს და გადაირბენს ხოლმე. ასევე დადის ფინანსურ პოლიციაში, აქვს თავისი ოფისი. რეალურად მთელ ამ სისტემას ყაჩაღი ფარცხალაძე მართავს, რომელმაც თითქოს და, ვაჟკაცური ნაბიჯი გადადგა და თანამდებობიდან წავიდა", - აღნიშნა მინაშვილმა პარლამენტის სესიაზე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს