ავტორი:

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ლელა წურწუმიამ რამდენიმე დღის წინ სოლო-კონცერტით გაახარა მსმენელები. მომღერლის 50 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონცერტი 4 ოქტომბერს სპორტის სასახლეში გაიმართა და ანშლაგით ჩაიარა.

კონცერტს პროდიუსერობას, რა თქმა უნდა, ესტრადის ვარსკვლავის მეუღლე, კახა მამულაშვილი უწევდა.

ლელა წურწუმია სცენაზე ავთანდილ ცქვიტინიძის სამოსით გამოვიდა და კიდევ ერთხელ დამტკიცა, რომ 50 წლის ასაკშიც არაჩვეულებრივად გამოიყურება.

მამულიჩამ "ინსტაგრამის" პირად გვერდზე კონცერტის კულისებში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით - "My lady" (ჩემი ქალბატონი). ფოტოს გულშემატკივრების უამრავი გამოხმაურება მოჰყვა:

"მიყვარს ეს წყვილი, მაბედნიერებს და მახარებს"; "ჩემი ფავორიტი წყვილი"; "ესტრადის დედოფალი"; "მიყვარს თქვენი სიყვარული, დროს რომ გაუძლო"; "სულ სხვანაირი ლელა... უთბილესი ფოტოა"; "რა ლამაზი და თბილი ფოტოა, სიყვარულით სავსე" - წერენ კომენტარებში გულშემატკივრები.

"დღეს, შოთა ქარსელაძე მიიბარა ქართულმა მიწამ... მან გმირობის მაგალითი მოგვცა" - რას წერს თალაკვაძე ბიჭზე, რომელმაც სიცოცხლის ფასად მოზარდი გადაარჩინა

"ევროპაში არცთუ დიდი ხნის წინ ქალს ხმა არ ქონდა არჩევნებში... ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ამერიკაში ფერადკანიანებს დევნიდნენ..." - რას წერს მაკა ჩიჩუა

"ამას დასცხა?" - კახა კალაძე ეკა კვესიტაძეზე