როგორ უნდა მოვიქცეთ თუ მგზავრობისას ცუდად ვხდებით?

როგორ უნდა მოვიქცეთ თუ მგზავრობისას ცუდად ვხდებით?

არსებობენ ადამიანები, რომელთათვისაც ყოველგვარი მგზავრობა მძიმე გამოცდის ტოლფასია. ზღვის დაავადებას ანუ კინეტოზს იწვევს შიგნითა ყურში განთავსებული ვესტიბულური აპარატის ზედმეტი გაღიზიანება. როდესაც გარშემო საგნები დიდი ხნის განმავლობაში თვალწინ გადაადგილდებიან, ვითარდება სისუსტე, ოფლიანობა, თავბრუხვევა, გულისრევა, მაგრამ განსაკუთრებულ დისკომფორტს იწვევს შეუჩერებელი პირღებინება.

ზღვის დაავადება აქვს ადამიანთა უმეტესობას. კოსმონავტებიც კი აღიარებენ, რომ ზოგჯერ ვესტიბულურ აპარატს ვერ იმორჩილებენ. სავსებით ბედნიერ მოგზაურებად თავი შეუძლია იგრძნოს ადამიანთა მხოლოდ 6-8%-ს - მათ არასოდეს აწუხებთ კინეტოზი. რყევა ყველაზე ნაკლებად ვნებს 60 წელს გადაცილებულებს, ყველაზე მგრძნობიარენი კი ბავშვები არიან, გოგონები - უფრო მეტად. ბიჭუნები რყევას ორ წლამდე საერთოდ ვერ გრძნობენ. სწორედ ამიტომ არის, რომ მათ ასე უყვართ აკვნები, საქანელები, კარუსელები. მაგრამ ზოგიერთი მოზრდილისთვის ბზრიალა ატრაქციონის შეხედვაც საკმარისია, რომ გული აერიოს. ყოველგვარი ტრანსპორტით მგზავრობა პრობლემაა მათთვის, ვისაც სანაღვლე გზების დისკინეზია აქვს.

როგორ მოვიქცეთ?

მგზავრობამდე რამდენიმე დღით ადრე გაავარჯიშეთ ვესტიბულური აპარატი.

  • შეასრულეთ გადახრები წინ და გვერდზე, თანაბრად და მსუბუქად ატრიალეთ თავი.
  • დაწექით მუცელზე, თავი დივნიდან ჩამოკიდეთ, მერე სწრაფად ასწიეთ ისე, რომ დაჭიმოთ ნიკაპი.
  • აუზში ცურვისას საკუთარ თავს შეუქმენით “ხელოვნური რწევის” პირობები: ხელის ყოველი მოსმისას სხეული მოაბრუნეთ ხან ერთ, ხან მეორე მხარეს.
  • იცეკვეთ ვალსი.
  • მგზავრობამდე ერთი-ორი კვირით ადრე დაიწყეთ ელეუტეროკოკის ექსტრაქტის მიღება: 30 წვეთი ორ-სამჯერ დღეში.

მგზავრობის წინ

  • კარგად გამოიძინეთ.
  • მგზავრობამდე 1,5-2 საათით მსუბუქად წაიხემსეთ.
  • არ მოსწიოთ, არ მიღოთ ალკოჰოლური სასმელი - ისინი დაამძიმებენ რყევას.
  • ნუ გამოიყენებთ მკვეთსუნიან პარფიუმერიას - სუნმა შესაძლოა პროვოცირება გაუწიოს გულისრევის, პირღებინებისა და თავის ტკივილის შეტევას.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს