მარნეულში ქალმა მეგობარი მამაკაცის გვამი დაწვა

მარნეულში ქალმა მეგობარი მამაკაცის გვამი დაწვა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში ქალმა გარდაცვლილი მეგობრის გვამი დაწვა. აღნიშნულ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

"მამაკაცს, რომელიც სავარაუდოდ ქალბატონის მეგობარი იყო, მასთან ყოფნის დროს გული გაუსკდა. ქალს შეეშინდა, რომ მკვლელობას დააბრალებდნენ, ამიტომ მამაკაცის ცხედარი გარეთ გაიტანა და დაწვა", - ამბობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი "გურია ნიუსთან".

ქალბატონი დაკავებულია მიცვალებულისადმი უპატივცემულობის ბრალდებით (258- ე მუხლი).

წყარო: gurianews.com

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა