ფოტომ, რომელზეც 12 კვირის ჩანასახია გადაღებული, ქალს აბორტის გაკეთება გადააფიქრებინა

ფოტომ, რომელზეც 12 კვირის ჩანასახია გადაღებული, ქალს აბორტის გაკეთება გადააფიქრებინა

ამ ფოტოზე მუცლის მოწყვეტის შედეგად დაღუპული 12 კვირის ჩანასახია ასახული. დედამ შვილს ნოე დაარქვა. მოგვიანებით ფოტო ინტერნეტში გაავრცელეს ადამიანებმა, რომლებიც აბორტსა და ევთანაზიას ეწინააღმდეგებიან. კრისტენ ბენფილდი ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომელმაც ნოეს ფოტო სოციალურ ქსელში ატვირთა.

სრულიად მოულოდნელად კრისტენს "ფეისბუქში" უცნობი ადამიანისგან მესიჯი მოუვიდა - ქალს აბორტის გაკეთება ჰქონდა გადაწყვეტილი.

"არ ვიცი, რატომ დადეთ 12 კვირის ბავშვის ფოტო, მაგრამ ფოტომ და სტატიამ ჩემზე გავლენა მოახდინა. იცოდეთ, რომ თქვენმა პოსტმა ჩემი თვალსაზრისი შეცვალა. მადლობა გოგონებო", - მოსწერეს კრისტენს.

"პატარა ნოემ ადამიანის აზრი შეცვალა და, ალბათ, სიცოცხლეც გადაარჩინა", - ამბობს კრისტენი.

მომზადებულია lifenews.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს