შობადობის ზრდისთვის კომპანია წყვილებს უფასო მოგზაურობას და ჩვილის საკვების 3 წლიან მარაგს სთავაზობს

შობადობის ზრდისთვის კომპანია წყვილებს უფასო მოგზაურობას და ჩვილის საკვების 3 წლიან მარაგს სთავაზობს

დანიაში დაბალი შობადობის პრობლემის მოსაგვარებლად კომპანია Spies Travel-მა სარეკლამო ვიდეოკლიპი შექმნა, რომელსაც უცნაური სლოგანი ერთვის: "იმოგზაურეთ და სექსით დაკავდით".

სახალისო განცხადება ადგილობრივებს მოუწოდებს, იმოგზაურონ და ქვეყანაში არსებული შობადობის სავალალო მაჩვენებელი შეცვალონ. კლიპმა სახელწოდებით - "გააკეთე ეს დანიისთვის" არა მხოლოდ ადგილობრივები, არამედ უცხოელებიც დააინტერესა.

როგორც დანიელი ექიმები ამტკიცებენ, წყვილების დიდ ნაწილს ინტიმური კავშირი უფრო ხშირად მოგზაურობის დროს აქვთ და დანიელი ბავშვების 10% საზღვარგარეთ მოგზაურობის დროსაა ჩასახული. როგორც Spies Travel-ში ამბობენ, უფასო მოგზაურობას შესთავაზებენ ნებისმიერს, რომელიც "ოვულაციის ფასდაკლების" არსს გაიგებს.

"ქვეყანაში შობადობის რიცხვი დაბალია. დაბადებული ბავშვების რაოდენობა საკმარისი არაა იმისთვის, რომ მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდოს. დანიის მთავრობას კი ჯერ კიდევ არ მოუძებნია გამოსავალი", - ეს ტექსტი ერთვის კლიპს.

"Spies Travel-ს სურს, დანიელები გაამხნევოს და რომანტიკულ არდადეგებზე წაიყვანოს. ამასთან, ეს ჩვენს მომავალ ბიზნესსაც დაეხმარება. ჩვენ პატარა კონკურსს გთავაზობთ. დაჯავშნეთ თქვენი შვებულება ჩვენი ოვულაციის ფასდაკლებით. მოემზადეთ! დაამტკიცეთ თქვენი ჩანაფიქრი ბავშვით და მოიგეთ ბავშვის სურსათის 3 წლიანი მარაგი", - ამბობენ კომპანიაში.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს