სოდის აბაზანა - უნიკალური გასახდომი და ცელულიტის მოსაშორებელი საშუალება

სოდის აბაზანა - უნიკალური გასახდომი და ცელულიტის მოსაშორებელი საშუალება

იცოდით, რომ ჩვეულებრივი სოდის აბაზანის მეშვეობით შესაძლებელია წონაში დაკლება და ცელულიტისგან გათავისუფლება? როგორ? ძალიან მარტივად!

გახსოვთ, ალბათ როცა ჩვენი დედები და ბებიები ტოტალური საბჭოური დეფიციტის ეპოქაში, ჭურჭელს ცხიმს სოდის მეშვეობით რომ აცილებდნენ. რა თქმა უნდა, ზედმეტი ცხიმის მოსაშორებლად ჩვენც სოდით არ გავიხეხავთ ტანს. მაგრამ, თუ გარკვეული სქემით აბაზანაში გავხსნით საკვებ სოდას, მართლაც შევძლებთ ზედმეტი კილოგრამებისა და ცელულიტის მოშორებას.

სოდის აბაზანა დადებითად მოქმედებს კანზეც: ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს, ხსნის ანთებით პროცესებს და ალერგიას, ერთი სიტყვით, ამშვიდებს კანს და მას მეტად ნაზს ხდის. შემთხვევითი არ არის, რომ სოდის აბაზანებს ნიშნავენ დერმატიტის, მშრალი ეგზემის და კანის სოკოვანი დაავადებების დროს.

ასევე სოდის აბაზანას შეუძლია გაამკვრივოს მოშვებული კანი, რომელიც ხშირად გახდომის შემდეგ იჩენს ხოლმე თავს.

სოდის აბაზანისგან საუკეთესო ეფექტის მიღებისთვის, საჭიროა, ჩაიტაროთ 10-10 დღიანი პროცედურები თითო დღიანი შესვენებით (პროცედურა - 1 დღე შესვენება - პროცედურა - 1 დღე შესვენება...).

ერთი პროცედურის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20-25 წუთს. სოდის აბაზანის ეფექტურობა მოიამტებს, თუ მის მიღებამდე რამდენიმე წუთით სუფთა ჰაერზე გაისეირნებთ.

სოდის აბაზანის სწორად მიღებისთვის შეიძინეთ წყლის თერმომეტრი. წყლის ტემპერატურა 36-37 გრადუსს უნდა შეადგენდეს.

ჩაყარეთ მცირე რაოდენობის ცხელ წყალში 200 გ საჭმლის სოდა (ეს გახლავთ მთლიანი კოლოფის ნახევარი), მიღებული კონცენტრირებული ხსნარი ჩაასხით აბაზანაში. რეკომენდებული დოზა გათვლილია 150-200 ლიტრი მოცულობის აბაზანაზე.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს