30 წლის ასაკში გასათვალისწინებელი 6 ცხოვრებისეული გაკვეთილი

30 წლის ასაკში გასათვალისწინებელი 6 ცხოვრებისეული გაკვეთილი

თუ 20 წლის ასაკში ბავშვური სისულელეები გეპატიებოდათ, ან შეცდომებს თინეიჯერულ სითამამეს აბრალებდით, 30 წელი ის ასაკია, როცა ცხოვრებაში მიღწეული წარმატებებით უნდა ტკბებოდეთ, ან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებდეთ. გთავაზობთ 6 ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს, რომელსაც უფროსი ასაკის ადამიანები გვირჩევენ.

1. დაიწყეთ დანაზოგის შეგროვება: დროა დაფიქრდეთ - მთელი ხელფასი მოდურ ფეხსაცმელსა, თუ მოგზაურობაზე არ დახარჯოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებია - ვალი რაც შეიძლება სწრაფად გადაიხადოთ, გაუფრთხილდით "გაუთვალისწინებელ ფონდს" - ჯანმრთელობისთვის, სასამართლო პროცესებისთვის, განქორწინებებისთვის და წამგებიანი ბიზნესგარიგებებისთვის. თანხას არასერიოზულად ნუ დახარჯავთ. ინვესტიცია არ ჩადოთ საქმეში, რომელიც არ გაგეგებათ (განსაკუთრებით არ ენდოთ ბირჟის მაკლერებს).

2. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას: ახლა ნამდვილად დროა, ივარჯიშოთ და ხილი, ან ბოსტნეული მიიღოთ. ცელულიტი, ჭარბი წონა, გულის დაავადებები - ყველაფერი საკუთარი თავის უპატივცემულობით და ჯანმრთელობის უგულვებელყოფით იწყება.

"უკან დაბრუნება რომ შემეძლოს... პროდუქტებს უფრო დიდი დაკვირვებით შევარჩევდი და ვარჯიშსაც არ შევწყვეტდი", - ამბობენ 40 წელს გადაცილებული ადამიანები.

3. დროს ნუ დაკარგავთ იმ ადამიანებთან ურთიერთობაში, რომლებიც ცუდად გეპყრობიან: ფინანსებისა და ჯანმრთელობის შემდეგ, დროა სანაცნობო წრე გადაახალისოთ. თუ 30 წლამდე ურთიერთობა გქონდათ ადამიანებთან, რომლებიც ან ცუდად გექცევიან, ან პატივს არ გცემენ, იქნებ 30 წლის იუბილეზე მაინც დაფიქრდეთ და სანაცნობო წრე გადაახალისოთ. თავი შორს დაიჭირეთ უბედური ადამიანებისგან - ისინი განადგურებენ. საქმეს ნუ წამოიწყებთ "უფერულ" საზოგადოებაში (ეს ეხება როგორც სამსახურს, ისე პირად ცხოვრებას). მხოლოდ იმ ადამიანთან წადით პაემანზე, რომელიც თქვენზე უკეთესია.

4. კარგად მოექეცით ადამიანებს, რომლებიც თქვენზე ზრუნავენ: სამსახურს შეიცვლით, ხელფასი მოგემატებათ, სახლში რემონტსაც გააკეთებთ, მაგრამ გავა წლები და ყველაზე მეტად რასაც დააფასებთ, ეს თქვენი მშობლები, დედმამიშვილები, საკუთარი ოჯახი და მეგობრებია. ნუ დაივიწყებთ მათ სიკეთეს და ყოველთვის კარგად მოექეცით. ამას რჩევის გარეშეც მიხვდებით - 30 წლის იუბილეზე გადახედეთ სუფრის წევრებს - თქვენს გვერდით სწორედ რომ ყველაზე ერთგული ადამიანები იქნებიან.

5. მხოლოდ იმ საქმეზე იფიქრეთ, რომელიც კარგად გამოგდით: ამ დროს, როგორც წესი, კოლეჯი და უნივერსიტეტი დამთავრებული გაქვთ, მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილებაც გექნებათ და უკვე გეცოდინებათ, რა და როგორ გააკეთოთ. უფროსი ასაკის ადამიანების მოწოდება და რჩევა სწორედ ისაა, რომ ერთ საქმეზე ვიყოთ კონცენტრირებული და მობილიზირებულნი.

"ცხოვრებაში უფრო მეტს მიაღწევთ, თუ მარტივად ერთ საქმეზე იქნებით კონცენტრირებული" - ერიქსონი, 49 წლის.

"ჩემს თავს 30 წლის ასაკში ვურჩევდი, ნაკლებად ეფიქრა, თუ რას იტყვიან გარშემომყოფები. 30 წლის რომ ვიყო, ჩემს ცხოვრებას მხოლოდ იმის მიხედვით ავაწყობდი, რაც მიზიდავს და ნამდვილად ჩემია" - სარა, 58 წლის.

6. დაოჯახდით: სწორედ 30 წლის ასაკში აცნობიერებს ადამიანი, რომ საკუთარ ოჯახზე ძვირფასი არაფერია. შეიძლება კარიერაში წარმატებას ვერ მიაღწიეთ და ვერც ავტომობილის მარკით დაიკვეხნით, მაგრამ საკუთარ ოჯახსა და შვილებზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. ბავშვები და ბედნიერება ხომ სინონიმებია.

"10-13 წლის წინ ჩემი ცხოვრება ასეთი იყო: ბარები, მეძავები, სასმელი, ნაბახუსევი, კლუბები, ისევ ქალები და მოგზაურობა სხვადასხვა ქალაქში. სამსახურის მიღმა პასუხისმგებლობა არაფერზე მქონდა. ასეთი ცხოვრების ყველა მომენტს დაუფიქრებლად გავცვლიდი კარგი ქალის გამო, რომელსაც ვეყვარებოდი. შექმენით ოჯახი და მხოლოდ კარიერულ წარმატებაზე ნუ ფიქრობთ. ახლა ჩემი ასაკის ყველა მეგობარი, ან ნაცნობი დაოჯახებულია, ზოგიერთი ხელმეორედაც დაქორწინდა. 43 წლის დაქორწინებული თანატოლები ჩემს დანახვაზე ამბობენ, რომ მუდმივად მარტო ყოფნა კარგია, მაგრამ ეს არ არის გზა, რომელსაც ვინმეს ვურჩევდი" - 43 წლის ანონიმი მამაკაცი.

მომზადებულია Markmanson-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს