როგორია მამაკაცის სექსუალური ფანტაზია მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

 როგორია მამაკაცის სექსუალური ფანტაზია მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ცნობილი ფაქტია, სექსუალური ფანტაზია და სურვილები ნებისმიერ მამრს სხვადასხვაგვარი აქვს და შესაბამისად, მათი წარმოსახვაც, ამა თუ იმ სიტუაციში უკეთ მუშაობს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვითაც მარტივად შეიძლება იმის გაგება, თუ სად, როგორ და ვითარებაში უმუშავებთ მამაკაცებს სექსუალური ფანტაზია ყველაზე მძაფრად...

ვერძი - ექსტრემალურ სიტუაციებზე გიჟდება. მისი ოცნებაა სექსი პარაშუტით ხტომის დროს, გაქანებულ მანქანაში და ა.შ.

კურო - საკუთარ სახლში, საყვარელ ლოგინში და მატრასზე ურჩევნია ნებისმიერი ტიპის სექსუალური ფანტაზიის დაკმაყოფილება. ყოველგვარი სიახლე, დაუგეგმავი სიურპრიზები და მოულოდნელობა ხანგრძლივი დროით აკარგვინებს სექსის სურვილს.

ტყუპი - ექსპერიმენტები მოსწონს. კამასუტრა მისი საყვარელი წიგნია; თუმცა, თავად ამ პოზების განხილვა და მათ ავკარგიანობაზე საუბარიც არანაკლებ ხიბლავს პარტნიორთან ერთად ლოგინში.

კირჩხიბი - მისი ოცნება დედის ტიპის ქალია, რომელიც ნებისმიერი სახის ინიციატივას აიღებს საკუთარ თავზე სექსუალურ ურთიერთობაში. წინააღმდეგი არ იქნება თუ პროცესში სადო-მაზოხისტურ ელემენტებსაც ჩართავს.

ლომი - გამოუცდელი და მორცხვი გოგონები ხიბლავს. უფრო სწორად ის პროცესი ხიბლავს, როცა თავად ეს პარტნიორი იხიბლება მისი "მეფური შესაძლებლობებით". გაცილებით უფრო გამოცდილ ქალთან კი თავს მოუსვენრად გრძნობს და ცდილობს მდიდრული აპარტამენტებით, ფუფუნების ელემენტებითა და საჩუქრებით მოახდინოს ეფექტი.

ქალწული - ჰიგიენური, მოწესრიგებული პარტნიორები მოსწონს. არ შეუძლია სექსით დაკავდეს დაუგეგმავად და მაშინაც იმას ფიქრობს, პარტნიორი ხომ არ შეამჩნევს შემთხვევით მის ცოტათი წამოზრდილ ღიპს, რომელიც ვერა და ვერ მოიშორა.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს