"რაშიც საჭიროა, მაგარი ნიჭი გაქვს და მოწველის ნიჭი სხვას მისცეს უფალმა" - რა პროექტზე მუშაობს შალვა რამიშვილი ნინა წკრიალაშვილთან ერთად

"რაშიც საჭიროა, მაგარი ნიჭი გაქვს და მოწველის ნიჭი სხვას მისცეს უფალმა" - რა პროექტზე მუშაობს შალვა რამიშვილი ნინა წკრიალაშვილთან ერთად

"ტელეიმედის" ეთერში ახალი შოუ იწყება, რომელსაც შალვა რამიშვილი გაუძღვება. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შალვა რამიშვილი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტს ტოვებდა, რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელით გავრცელდა (იხ. განცხადება).

ახალი შოუს მზადების პროცესში გადაღებულ რამდენიმე ფოტოს "ფეისბუქის" პირად გვერდზე მომღერალი ნინა წკრიალაშვილი ავრცელებს. რა კავშირი აქვს მომღერალს შოუსთან, ან რა სახის იქნება პროექტი, ჯერჯერობით, ამასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა პროექტის დეტალების შესახებ ინფორმაციას ambebi.ge უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ.

ნინას გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოებს სახალისო კომეტარს ურთავს ვახტანგ რჩეულიშვილი, რომელიც მომღერალს პროექტში "ორი ვარსკვლავი" პარტნიორობას უწევს.

ვახტანგ რჩეულიშვილი: რა გინდა - კოვბოი მე ვარ, კოვგიორლი - შენ! რამიშვილი წველას გასწავლის?

ნინა: უნიჭო აღმოვჩნდი, ბატონო ვახო ))))

ვახტანგ რჩეულიშვილი: რაშიც საჭიროა, მაგარი ნიჭი გაქვს და მოწველის ნიჭი სხვას მისცეს უფალმა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს