რომელია ყველაზე მოთხოვნადი სამსახური სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში

რომელია ყველაზე მოთხოვნადი სამსახური სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში

სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში ვაკანსიებზე საბუთების მიღება დასრულდა. სულ 25 ვაკანსიაზე 378 განაცხადი შევიდა. სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის აპარატის უფროსის, გიორგი მიქელაძის თქმით, თითქმის ყველა ვაკანსიაზე 15-ზე მეტი განცხადებაა შესული. ყველაზე მოთხოვნადი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და გუბერნატორის მდივან-რეფერანტის პოსტი აღმოჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 9 ვაკანტური პოსტია: სამსახურის უფროსი, უფროსის მოადგილე, 2 უფროსი სპეციალისტი და 5 სპეციალისტი. აღნიშნულ ვაკანსიებზე ჯამში 53 განაცხადია შესული. 35 აპლიკაცია შევიდა მდივან-რეფერენტის პოზიციაზე.

"დიდი აქტიურობა იყო, ბევრი განაცხადია შემოსული, ამიტომ პირველ ეტაპს, რომელიც, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაიმართება, ცოტა დრო დასჭირდება. მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვევა გასაუბრების დღეც", - ამბობს მიქელაძე. 

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა