კოკო შანელი ნაცისტების ჯაშუში და რეკრუიტერი იყო

კოკო შანელი ნაცისტების ჯაშუში და რეკრუიტერი იყო

დოკუმენტების მიხედვით, ფრანგი დიზაინერი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბრენდის დამაარსებელი კოკო შანელი მესამე რაიხისთვის რეკრუტად მუშაობდა.

შანელი მეორე მსოფლიო ომის დროსაც პარიზში ცხოვრობდა და ნაცისტი ოფიცრის, ბარონ ჰანს გიუნტერ ვონ დინკლაგის (Baron Hans Gunther von Dincklage) საყვარელი იყო. ამავდროულად, მისი წყალობით კოკომ უფრო ახლო კონტაქტი დაამყარა ფაშისტური გერმანიის განსაკუთრებით გავლენიან ადამიანებთან, მათ შორის გებელსთან - შანელს სრული თავისუფლება ჰქონდა, როდესაც მოესურვებოდა, მაშინ ემოგზაურა ნაცისტური გერმანიის მიერ ოკუპირებულ ევროპაში. ის საფრანგეთში მოგზაურობდა და რეკრუტად მუშაობდა. კოკოს ხშირად ხედავდნენ გერმანელი აგენტის, ბარონ ლუის დე ვუფრელანდი (Baron Louis de Vaufreland) კამპანიაშიც.

როგორც knowledgenuts.com წერს, შანელს არასდროს ერიდებოდა ანტისემიტური დამოკიდებულების გამოვლენა - ამასთან, მისი კლიენტების დიდი ნაწილი ებრაელები იყვნენ. მას ჰოლივუდში, 1930 წელსაც არ მორიდებია, ანტისემიტური განწყობა კიდევ ერთხელ ხმამაღლა გამოეხატა. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ომის დასრულების შემდეგ მან თავიდან დაარსა მოდის იმპერია.

"ის საფრანგეთის ხატი იყო და ომის დასრულების შემდეგ ასეთი ხატი საჭირო იყო. რას აკეთებდა ომის დროს, არავის აინტერესდება", - წერს knowledgenuts.com.

მომზადებულია knowledgenuts.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს