რას ემსახურება ობამას განცხადება ნატო-ს სამომავლო გაფართოების შესახებ

რას ემსახურება ობამას განცხადება ნატო-ს სამომავლო გაფართოების შესახებ

რეჟისორი და მსახიობი ნიკა თავაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ნატო-ს გაფართოების შესახებ ბარაკ ობამას განცხადებას ეხმაურება.

"თუ რუსეთს, ჩაფიქრებული აქვს უფრო ღრმად შეტოპოს უკრაინა-საქართველოს ანექსიის პროცესში, რა თქმა უნდა, პირველ არგუმენტად ის ნატოს გაფართოებას და ევროკავშირთან ამ ქვეყნების გაერთიანებას, არგუმენტად გამოიყენებს, და რა თქმა უნდა, არ დაუშვებს მის საზღვრებთან, ამგვარ ცვლილებებს. სანამ ევროპელები შეთანხმდებიან და ნატოს ჯარები გადაწყვეტენ ჩვენს დახმარებას, რუსეთი ნახევარ საათში გათიშავს ერთსაც და მეორე ქვეყანას. ფაქტია, რომ ისინი შემოჭრილებიც არიან და ოკუპირებული აქვთ ჩვენი ტერიტორიები… და თუ ვინმეს გონია, რომ ჩვენს გამო ამერიკა ან ნატო, მესამე მსოფლიო ომში ჩაერთვება, ეგ სერიალი უკვე ნანახი გვაქვს. მსოფლიოში იმიჯ შეურაცხყოფილ რუსეთს აღარაფერი გააჩერებს, ის ბოლომდე შეეცდება თავისი თავისთვის საზიანო დამღუპველი პოლიტიკა აწარმოოს, მაგრამ ის ჯერ მსუბუქადაა დაჭრილი, ძალა კიდევ შესწევს სერიოზულად მოიქნიოს კუდი… მაგრამ დრო მის წინააღმდეგ მუშაობს. ამიტომ ეს ფრაზა ობამასგან გადმოსროლილი, რომ საქართველოს და უკრაინას ნატოსა და ევროკავშირისკენ სვლა არ განიხილებაო, მგონია, რომ ემსახურება რუსეთისთვის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტის გამოცლას, არგუმენტის, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია რუსეთმა ანექსია აწარმოოს", - წერს რეჟისორი.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ბრიუსელში განაცხადა, რომ ნატო-ს დაუყოვნებელი გაფართოების გეგმა დღის წესრიგში არ დგას.

"არც უკრაინა და არც საქართველო ამჟამად არ დგანან ნატოში გაწევრიანების გზაზე. არ ყოფილა და არ არის ნატო-ს დაუყოვნებელი გაფართოების გეგმა", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა ამერიკა-ევროკავშირის სამიტთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე.

ობამას განცხადებით, რუსული მხარის შეშფოთების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს უკრაინის ნატო-ში შესაძლო გაწევრიანება წარმოადგენს, თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, უახლოეს მომავალში ეს არ იგეგმება.

მისივე თქმით, აშშ-სა და ევროკავშირს სურთ, ალიანსის არაწევრი ქვეყნებიდან მხარდაჭერა გაუწიონ იმ სახელმწიფოებს, რომლებიც იზიარებენ დასავლეთის პრინციპებს და იდეალებს. "ამიტომ ყველა ზომას მივმართავთ, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას - მის არჩევნებს, მის ეკონომიკას და გავაგრძელოთ რუსეთის იზოლაცია იმ ნაბიჯებზე საპასუხოდ, რომლებიც მან გადადგა", - განაცხადა ბარაკ ობამამ ბრიუსელში ვიზიტისას.

იხილეთ ასევე: რატომ "შეარჩინეს" ამერიკელებმა რუსებს საქართველოს ოკუპაცია - პუტინის განადგურების ვერაგული გეგმა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს