"ნაციონალების" აქტივისტს ვანო მერაბიშვილის მხარდასაჭერი პლაკატი ჩამოართვეს - ინციდენტი ახალციხეში

"ნაციონალების" აქტივისტს ვანო მერაბიშვილის მხარდასაჭერი პლაკატი ჩამოართვეს - ინციდენტი ახალციხეში

დღეს ახალციხის ციხემ 2014 წლის ტურისტული სეზონის გახსნა ღონისძიებით აღნიშნა. ციხეში მიმდინარე კონცერტის პარალელურად, მცირე ინციდენტი მოხდა. "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი ნიკოლოზ ხიზაძე, იმის ნიშნად, რომ ახალციხის ციხე ვანო მერაბიშვილის ინიციატივით შეკეთდა, შეეცადა კონცერტზე მისი მხარდასაჭერი პლაკატი გამოეფინა. მან პლაკატი წარწერით: "თავისუფლება ვანო მერაბიშვილს" გაშალა კიდეც, თუმცა მასთან მალევე ციხის დაცვის წევრები მივიდნენ და პლაკატი ჩამოართვეს.

"ეს ციხე ვანო მერაბიშვილმა ააშენა, თუმცა, დღეს აქ იგი არავის უხსენებია. ამ პლაკატით მინდოდა ჩემი დამოკიდებულება გამომეხატა, თუმცა, ამის საშუალება არ მომცეს", - ამბობს ნიკოლოზ ხიზაძე.

ახალციხის ციხის დირექტორი ელგუჯა ბიჭაშვილი ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ ციხეში კულტურული ღონისძიება მიმდინარეობს და ეს პოლიტიკასთან კავშირში არ არის.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა