ფოთელ ოჯახს პატრულმა ახალი ძროხა უყიდა - ეკიპაჟი ორი თვის წინ მანქანით გატანილ საქონელს ანაზღაურებს

ფოთელ ოჯახს პატრულმა ახალი ძროხა უყიდა - ეკიპაჟი ორი თვის წინ მანქანით გატანილ  საქონელს ანაზღაურებს

ფოთის საპატრულო პოლიციის განყოფილებამ ადგილობრივ დემურ ჯინჯოლავას ძროხა უყიდა. კრიმინალური პოლიციის უფროსი ინსპექტორი თემურ ფიფია ოჯახს თავად ეწვია და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილება შეატყობინა - ზარალის ანაზღაურების სახით, პოლიცია ოჯახს საქონლის საფასურს გადაუხდის.

ძალოვანებისთვის ეს უპრეზედენტო შენაძენი ორი თვის მომხდარი შემთხვევის გაგრძელებაა - 25 იანვარს საპტარულო ეკიპაჟმა ჯინჯოლავას ძროხა გაიტანა, რომელსაც გვერდით პატრონიც მიყვებოდა.

პატრონი გადარჩა, სამაგიეროდ ფინანსურად დაზარალდა, რადგან ძროხა პატრულის მანქანამ შორ მანძილზე ისროლა და ადგილზე მოკლა, თანაც ძროხა დღე-დღეზე ნამატს ელოდებოდა. დაიმტვრა პატრულის ავტომანქანაც, რის გამოც საპატრულო სამსახური დემურ ჯინჯოლავასგან დამტვრეული მანქანისათვის 21 014 ლარს ითხოვდა.

მოგვიანებით საპატულო პოლიციის წარმომადგენელმა უკან გაიტანა სარჩელი ძროხის პატრონების წინააღმდეგ.

იხილეთ ვიდეო

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა