"ჯერ ჟვანია მოიშორეს, მერე ომი გააჩაღეს საქართველოში და ახლა ომის გაჩაღება უნდათ უკრაინაში" - კაკაბაძე თემურ ალასანიაზე

"ჯერ ჟვანია მოიშორეს, მერე ომი გააჩაღეს საქართველოში და ახლა ომის გაჩაღება უნდათ უკრაინაში" - კაკაბაძე თემურ ალასანიაზე

მწერალი და უფლებადაცველი ირაკლი კაკაბაძე ყირიმის შესახებ თემურ ალასანიას განცახდებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება.

"ფსბ-ს გენერალი თავისი ბატონი ქვეყნის გეგმებზე ლაპარაკობს - თემურ ალასანია უკვე დიმიტრი საიმსსაც გაასწრებს ცოტა ხანში - ჯერ ჟვანია მოიშორეს "უკრსპეცექსპორტთან" ვაჭრობის გაჩაღების ამბავში. მერე ომი გააჩაღეს საქართველოში და ახლა ომის გაჩაღება უნდათ უკრაინაში, სადაც იარაღის გადამყიდველების ბიზნესი კიდევ დიდ ფულს გააკეთებს. იმედია, ამას ვერ შეძლებს თემურ ალასანიას მშობელი სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსი - რადგან ასეთ ნაბიჯს უკვე მილიონობით ადამიანის დაღუპვა შეიძლება მოჰყვეს", - წერს კაკაბაძე.

გაერო-ს განიარაღების კომისიის ყოფილი წარმომადგენელი, პოლიტოლოგი და საქართველოს ექსპრეზიდენტის ბიძა თემურ ალასანია დარწმუნებულია, რომ რუსეთი აუცილებლად გამოიყენებს ძალას ყირიმში ეთნიკური წმენდისთვის. ამის შესახებ ალასანიამ "რადიო თავისუფლების" ეთერში განაცხადა.

"ერთი შემიძლია ზუსტად ვთქვა - რუსეთი აუცილებლად გამოიყენებს ძალას ყირიმში და იცით, რა კონტექსტში?! - ეთნიკური წმენდის კონტექსტში ყირიმელი თათრებისა და უკრაინელების მიმართ. ვისურვებდი, მეთქვა, მინდა მჯეროდეს, რომ ასე არ მოხდება, ასეთი პრეცედენტი არ არსებობს, მაგრამ სამწუხაროდ არსებობს და ეს პრეცედენტი შექმნა რუსეთმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში", - აღნიშნა თემურ ალასანიამ.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს