წყვილმა ლატარეაში ჯეკპოტი ერთ თვეში სამჯერ მოიგო

წყვილმა ლატარეაში ჯეკპოტი ერთ თვეში სამჯერ მოიგო

ისინი მსოფლიოში ყველაზე იღბლიანი წყვილის ტიტულს იმსახურებენ. აშშ-ის შტატ ვირჯინიაში მცხოვრებმა წყვილმა, კალვინ და ზატერა სპენსერებმა ლატარეაში ჯეკპოტი სამჯერ მოიგეს და თანაც - ერთ თვეში. ისინი ერთ თვეში მილიონერები გახდნენ.

1 მილიონი დოლარი წყვილმა თვის დასაწყისში მოიგო. 2 კვირის შემდეგ ლატარეაში ისევ გაიმარჯვეს და ამჯერად ანგარიშზე 50 000 დოლარი დაერიცხათ, ხოლო თვის ბოლოს კიდევ 1 მილიონი დოლარი ჯილდოს სახით ბარათზე დაერიცხათ. მსგავსი შემთხვევა 5 მილიონში ერთია.

"ამას არ დავჯერდებით. ძალიან ბედნიერები ვართ და ლატარიაში თამაშს გავაგრძელებთ", - ამბობენ ისინი.

მომზადებულია dailypress.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს