რუსეთისადმი სანქციების დაწესებით აღშფოთებულმა რუსმა ქალმა საკუთარ თავს ბარაკ ობამასთან სექსი აუკრძალა

რუსეთისადმი სანქციების დაწესებით აღშფოთებულმა რუსმა ქალმა საკუთარ თავს ბარაკ ობამასთან სექსი აუკრძალა

იმის ნიშნად, რომ პრეზიდენტი ბარაკ ობამა სძულს, 28 წლის რუსმა ევგენია ტოლკჩევამ მკლავზე სვირინგი გაიკეთა. ევგენიამ ამერიკის პრეზიდენტს მასთან სექსი აუკრძალა.

"ბარაკ ობამას სხეულთან მიახლოება ეკრძალება" - ეს ტექსტი ამოისვირინგა ევგენიამ მკლავზე. როგორც ახალგაზრდა ქალი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, ამ გზით გამოხატავს პროტესტს იმის გამო, რომ რუსეთს სანქციები დააკისრეს. ტოლკჩევამ ტატუ ინის საღებავით გაიკეთა და ის დროებითია. ევგენია რუსეთში, ქალაქ ომსკში ცხოვრობს.

როგორც ევგენია ამბობს, ამ გზით გამოხატავს სოლიდარობას რუსეთის მიმართ და აპროტესტებს, რომ ამერიკამ და ევროპამ მის ქვეყანას ყირიმის გამო სანქციები დაუწესა. ის რუს გოგონებს მოუწოდებს, მას მიბაძონ.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს