"ნაციონალების" მხარდამჭერთა და მოწინააღმდგეთა ვერსიები წიკლაურის ცემის მიზეზებზე

"ნაციონალების" მხარდამჭერთა და მოწინააღმდგეთა ვერსიები წიკლაურის ცემის მიზეზებზე

სოციალურ ქსელში დეპუტატ ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურებიან.

მარიამ საჯაია, საპარლამენტო უმცირესობის წევრი:

"ქუჩის ომებზე გადასვლა ნიშნავს 90-იანებში დაბრუნებას!

დეპუტატზე რომ თავდასხმას და გატაცებას გაბედავენ, ესე იგი სრულიად თავზეხელაღებით იბრძვიან წარსულის მოსაბრუნებლად.

რამ გაგამწარათ ასე და რამ გაგაბოროტათ?!

სრულიად წარმოუდგენელია ის, რაც დღეს დაიწყო, ამით მართლა დაიწყო რაღაც ძალიან ცუდი".

ეკა ხერხეულიძე, "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი:

"ღამის 3 სთ დეპუტატ ნუგზარ წიკლაურს თავს დაესხა ორგანიზებული ბანდა და სცადეს მისი გატაცება. მიუხედავად მასზე ფიზიკური ძალადობისა, ყველა მცდელობა ფუჭია მორალურად გატეხონ ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება სამშობლოს სამსახურში დგას. იდიოტია ამ ოპერაციის დამგეგმავიც და შემსრულებელიც, ამ სულმდაბალი საქციელით მას კიდევ უფრო უძლიერებთ სურვილს არ დაანებდეს ქვეყნის მაოხრებლებს...

ბოცო <3"

გიორგი კანდელაკი, "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი:

"ნუგზარის თქმით, გამტაცებლებს სიტყვაც არ დასცდენიათ, იყვნენ დისციპლინირებულნი და პერიმეტრზე განლაგდნენ წინასწარ. უდიდესი ალბათობით ეს ხალხი იყო სუს-იდან და მოქმედებდნენ ჰაკიმ ფაშას დავალებით. ამით ჩვენი მოტივაცია მხოლოდ იზრდება და მეხუთე კოლონის დასასრული კი ახლოვდება".

ირაკლი კაკაბაძე, მწერალი და უფლებადმცვლი:

"ნუგზარ წიკლაურის ცემა ხელისუფლებას ნამდვილად არაფერში სჭირდებოდა ახლა. ორი ვარიანტია: ან ბოცოზე ვიღაც ტიპები პირად ამბავში იყვნენ გაბრაზებულები (შესაძლოა ეს მისი ბიზნესის კონკურენტები ან ყოფილი პარტნიორები ყოფილიყვნენ - მას საკმაოდ მსუყე ბიზნესი აქვს) ანკი თვითონ "ნაცმოძრაობის" გადაცმული, უფორმო ზონდერები. კარგად უნდა გამოიძიონ და იმედია მიაგნებენ სიმართლეს. თუმცა დარწმუნებული ვარ ბოცოს ცემა მთავრობას არაფერში სჭირდებოდა. ვინც გააკეთა, ის პროვოკატორი უნდა დაისაჯოს. მაქვს ინფორმაცია, ყოფილი კუდელი მაღალჩინოსანი გრიგალაშვილისგან რომ "ნაცმოძრაობა" ახლა პროვოკაციებს ამზადებს, რომ მაიდანის სცენარი გაამეოროს და საქართველომ არ მიიღოს ევროკავშირის წევრობა. გრიგალაშვილი თვითონ აცხადებს, რომ რუსული დაზვრევის მომზადებული კადრია და ასევეა მიშას ზონდერ ბრიგადის დიდი ნაწილი.

ნაცების ბოცოს გალამაზებაზეც ფიქრობენ - და აგრეთვე რევოლუციის მოხდენაც უნდათ - ამბავს ატეხენ ახლა - ხელისუფლება დეპუტატებს სცემსო. მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდებათ. ეს არის პროვოკატორების ჩადენილი.

ვიცი, რომ ბოცოიამ ძალიან გაამწარა მთელი საქართველოს მოსახლეობა თავისი ძალადობრივი პოლიტიკით და დემაგოგიით, მაგრამ მაინც გთხოვთ, ნუ დალოცავთ მის გამლახველებს. ჯერ ერთი ძალადობა ყველანაირად მიუღებელია - თუნდაც ბოცოს წინააღმდეგ - და მეორეც, მე მგონი ისევ იმ ნაცებს დალოცავთ, რომლებითაც ასე ამაყობს ყოფილი კუდის მაღალჩინოსანი გრიგალაშვილი და მისთანები.. და არაფერში გვჭირდება მაგ გარეწრების დალოცვა".

შალვა რამიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი:

"სასწრაფოდ უნდა გამოიძიონ წიკლაურის ცემის ამბავი. ასე ნაცულიკებისთვის "მოგება" არანაირ სიხარულს არ მგვრის.

ზოგიერთი მოქალაქე უკიდურესად არის გამწარებული და ლინჩის წესით ცდილობს სათისფაქციის მიღებას რაც ყოვლად დაუშვებელია. ასეთი კერძო შემთხვევა მგონია ეს. მთავრობას წუგზარა ისე ჭირდება როგორც ნახმარი კალოში. ცხადია ეს შემთხვევა გამოძიბული უნდა იქნეს!".

შოთა იათაშვილი, პოეტი:

"ლინჩის წესით? რაო, ბიჭებმა სამართლიანობა აღადგინეს? აბა რა, სულ ნუგზარი ცემდა და აწამებდა ხალხს, მანიაკი... ფუ, თქვენი!".

შეგახსენებთ, წუხელ საპარლამენტო უმცირესობის წევრ ნუგზარ წიკლაურს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დეპუტატის თქმით, სახლთან სამი მანქანით რამდენიმე ნიღბიანი დახვდა, რომელთაც მისი გატაცება სცადეს. წიკლაურის თქმით, თავდამსხმელებმა ელექტროშოკიც გამოიყენეს. დეპუტატს დაზიანებები სახეზე აღენიშნება.

იხილეთ ასევე:

ექიმებისა და პაციენტების აჭარული ცეკვა რეანიმაციაში - ინფიცირებული ქალბატონის ვიდეოს, ბათუმის კლინიკიდან, უამრავი ადამიანი აზიარებს

"მეხდაცემული ხესავით გრძნობ თავს, პანიკა მიტევს... ლევანი უფრო კარგადაა" - როგორია ინფიცირებული დეპუტატისა და მისი მეუღლის მდგომარეობა

"ჩემი ქმარი არ აკეთებს არაფერს? კახას არც ერთი თვის ხელფასი არ აუღია" - როგორ უპასუხა ანუკი არეშიძემ "ინსტაგრამზე" მწვავე კრიტიკას