ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია იმ ადამიანების კომენტარებმა აღაშფოთა, რომლებიც დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის თავდასხმის ფაქტზე ნიშნის მოგებით წერენ.
"როგორ მაკვირვებენ ადამიანები, ვისაც სხვა ადამიანის დასისხლიანება და ცემა უხარიათ(((((((((((რაც არ უნდა მოგწონდეს ან არ მოგწონდეს ვინმე, რაც არ უნდა გიყვარდეს ან არ გიყვარდეს, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს პოლიტიკურად, როგორ შეიძლება დასისხლიანებამდე ცემა გაგიხარდეს მისი... ან როგორ შეიძლება ამ ფაქტმა არ შეგაშფოთოს, რომ ადამიანს თავს ესხმიან...", - წერს გრიგოლია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, წუხელ საპარლამენტო უმცირესობის წევრ ნუგზარ წიკლაურს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დეპუტატის თქმით, სახლთან სამი მანქანით რამდენიმე ნიღბიანი დახვდა, რომელთაც მისი გატაცება სცადეს. წიკლაურის თქმით, თავდამსხმელებმა ელექტროშოკიც გამოიყენეს. დეპუტატს დაზიანებები სახეზე აღენიშნება.
იხილეთ ასევე: "ნაციონალების" მხარდამჭერთა და მოწინააღმდგეთა ვერსიები წიკლაურის ცემის მიზეზებზე