"რობერტ სტურუა გაგიჟდა" - რას პასუხობენ რეჟისორს "ნაციონალები"

"რობერტ სტურუა გაგიჟდა" - რას პასუხობენ რეჟისორს "ნაციონალები"

რეჟისორი რობერტ სტურუა "ფეისბუქის" პირად გვერდზე დეპუტატ ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.

"ალავის უთხლათ, მე ვიცი, ვინ ცემა დეპუტალი. ეზოში დილით, სკოლასი მამიკომ ლომ წამიყვანა, სკოლის დალაჯმა-წოწოლამ - ასე ეძახიან ბიჭები, მეეზოვე დეიდა ზალიკას ჰკითხა, მარტო ცხვილიო? მე, ლომ ვყოფილიყავი, მაგლა დავბეგვავდიო. მე შემეშინდა. მამამ, ნუ უსმენო, მეც ასე ვიზამდიო. უფლო შემესინდა. მამა ჩაიჩოქა და მითხლა, არავის უთხლაო, ცუდ ხალხს, კალგი მეხსიელება აქვსო. აბა, ჩვენ მანდატულს ცუდი მეხსიელება რომ აქვს?

ცვენმა ცაკვარელმა ნაცებმა ლატომ ალ გამოალკვიეს ვინ ცემა, ვინ დაასახიჩლა და ვინ გადამალა სახურავზე ელეკტლონით მოკლული ქართველები 26 მაისს? ან 7 ნოემბელს ლატომ ულმობელად დაარბიეს და ცემეს მოქალაქეები და ვითომ ალაფელიო, გამარჯვებულთა ბანკეტზე უზეიმიათ საკუთარი ხალხის დაბეჩავება? გიყვალდეს ასეთი კანონმოყვალი ნაცისტების მთავლობა-მოძალადე!!! ლიკა პ.", - წერს სტურუა.

პოსტს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ნაციონალური მოძრაობის წევრები გამოეხმაურნენ. დავით დარჩიაშვილმა დაწერა, რომ "რობერტ სტურუა გაგიჟდა. ახლა სადღაც wallზე წავიკითხე მისი ჰაზრები. რაც არ უნდა იყოს, არც თუ უკანასკნელი რეჟისორი იყო ოდესღაც. პოლიტიკას არ ვეხები, უბრალოდ, გაგიჟდა". მისი პოსტი დეპუტატმა გოგა ხაჩიძემ გაიზიარა და კომენტარი გაუკეთა: "ამ სტატუსს რომ ნახავ და ვერ ხვდები, 1 აპრილი რამე შუაშია, თუ არა...".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს