გამონაყარის მკურნალობა ორთქლის აბაზანით სახლის პირობებში

გამონაყარის მკურნალობა ორთქლის აბაზანით სახლის პირობებში

სახლში ორთქლის აბაზანით პრობლემური კანის მკურნალობა მარტივი და ბუნებრივი პროცესია. ორთქლი არბილებს, ხსნის ფორებს და წმენდს კანს. ამ თბილ და სარელაქსაციო მეთოდს ახალგაზრდული იერის დაბრუნება შეუძლია.

როგორი ტიპის კანისთვისაა საჭირო ეს მეთოდი და რამდენჯერ უნდა ჩაატაროთ? მსგავსი მეთოდით კოსმეტიკურ სალონებში მკურნალობენ, თქვენ კი სრულიად უფასოდ საკუთარ სახლშიც შეგიძლიათ გააკეთოთ. ის რეკომენდებულია ყველა ტიპის კანისთვის, კვირაში ერთხელ. მათთვის, ვისაც ცხიმიანი კანი აქვს, კვირაში ორჯერ. ეს მეთოდი საუკეთესოა იმ გოგონებისთვის, რომელთაც სახეზე გამონაყარი, ან პრობლემური კანი აქვთ.

1. დაიბანეთ სახე: დაიბანეთ სახე თბილი წყლით. არ გამოიყენოთ სკრაბი!

2. აადუღეთ წყალი: აადუღეთ 2 ფინჯანი (1/2 ლიტრი) წყალი. შეგიძლიათ გამოიყენოთ ფართო თასი. ორთქლის აბაზანა მხოლოდ ცხელი წყლით კეთდება, მაგრამ მაქსიმალური ეფექტისთვის შეგიძლიათ სამკურნალო მცენარეები, ან მცენარეული ზეთები გამოიყენოთ. თუ მცენარეების გამოყენება არ გსურთ, პირდაპირ მეოთხე პუნქტზე გადადით.

3. სამკურნალო მცენარეები და ზეთები: სამკურნალო მცენარეები და ზეთები დაგამშვიდებთ და კანს დაარბილებს. ცხიმიანი კანისთვის: ლავანდა, მწვანე ჩაი, ევკალიპტის ზეთი, ლიმნის თხელი ნაჭერი, გვირილა და პიტნა. მშრალი კანისთვის: ლავანდა, გვირილა, ვარდის ზეთი და მწვანე ჩაი. მგრძნობიარე კანისთვის: გვირილა და ლავანდა. კომბინირებული ნორმალური და ცხიმიანი კანისთვის: ლავანდა, მწვანე ჩაი და ჩაის ხის ზეთი. როდესაც თქვენი კანის ტიპისთვის მცენარეებს შეარჩევთ, ინგრედიენტები თასში ცხელ წყალთან ერთად მოათავსეთ და კარგად რომ გაიჟღინთოს, 1-2 წუთით გააჩერეთ.

4. მოამზადეთ პირსახოცი და დაიწყეთ მკურნალობა: დაელოდეთ, რომ წყალი გაგრილდეს. ორთქლი ძალიან ცხელი არ უნდა იყოს. თუ გრძელი თმა გაქვთ სამაგრით გადაიწიეთ. პირსახოცი ისე მოათავსეთ, რომ ორთქლი პირდაპირ სახეს მოხვდეს.

5. რამდენი წუთით ჩავატაროთ მკურნალობა: ორთქლის აბაზანისთვის ნებადართულია მხოლოდ 10-დან 20 წუთამდე. დაიხარეთ წყლისკენ, ოღონდ ძალიან ახლოს ნუ მიხვალთ, აუცილებლად დახუჭეთ თვალები. თავი პირსახოცით დაიბურეთ, რათა ორთქლი არსად "გაიქცეს". თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ მხოლოდ 10 წუთით გაჩერდით, თუ ცხიმიანი, მაშინ 20 წუთით. წყლისკენ 25 სანტიმეტრზე ახლოს ნუ დაიხრებით. ისუნთქეთ ღრმად და მოდუნდით. თუ თავს არაკომფორტულად იგრძნობთ, რამდენიმე წუთით ცხელ ორთქლს მოშორდით და შემდეგ განაგრძეთ.

6. შეიმშრალეთ კანი: პირსახოცი ოდნავ შეახეთ სახეს და ძლიერად არ შეიმშრალოთ.

7. დაიდეთ სახეზე ნიღაბი: როდესაც სახე გაიწმინდება, სწორედ რომ იდეალურია ნიღაბი, რომელსაც სახლში დაამზადებთ. ნუ დახარჯავთ ფულს ძვირადღირებულ ნიღბებში. მარტივ ნიღაბს სახლში თავადაც დაამზადებთ. ლიმნის ნიღაბი: გატეხეთ 1 კვერცხი, ჩაამატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და შემდეგ რამდენიმე ლიმნის წვეთი. სწრაფად დაიდეთ მიღებული მასა სახეზე და 10 წუთით გააჩერეთ. ვაშლის ნიღაბი: ეს ნიღაბი იდეალურია მშრალი კანისთვის. 2 ჩაის კოვზი ხაჭო ნახევრად გაჭრილ ვაშლთან შეზილეთ. სახეზე 20 წუთით გაიჩერეთ. იოგურტის ნიღაბი: ვფიქრობთ, ეს ყველაზე მარტივი ნიღაბია, რომელიც მაცივარში ყოველთვის გაქვთ. სქელი ფენა სახეზე შეიზილეთ და 20 წუთით გაიჩერეთ. თაფლისა და ლიმნის ნიღაბი: ეს ნიღაბი იდეალურია მათთვის, ვისაც აკნე სტანჯავს, ან ცხიმიანი კანი აქვს. 1 ჩაის კოვზი თაფლი და 1 ჩაის კოვზი ლიმნის წვენი ერთმანეთში შეურიეთ. მასა სახეზე 15 წუთით გაიჩერეთ. კვერცხის გულის ნიღაბი: კვერცხის გული 1 ჩაის კოვზ ცივ რძეში შეურიეთ და სახეზე ისე დაიდეთ, თითქოს მასაჟს იკეთებთ. იქამდე არ ჩამოიბანოთ, სანამ მასა სახეზე არ შეგახმებათ.

8. როგორ მოვიქცეთ, ვიდრე ნიღაბს დავიდებთ: თბილი ორთქლი ფორებს ხსნის და საჭიროა, ისინი დაიხუროს. ამისთვის სახე ნელთბილი, ან ცივი წყლით დაიბანეთ და შემდეგ ნიღაბი დაიდეთ.

9. წაისვით დამატენიანებელი კრემი: როდესაც ყველა პროცედურას ჩაიტარებთ, საჭიროა კანის დატენიანება.

girlslovestyle.com

"ოჯახური საკითხების გამო ჩამოვედი" - მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში ბიძაშვილის ქორწილს დაესწრო: გიორგი ალასანიას ნიუ-იორკული, ზღაპრული ქორწილის ფოტოები

"უნდა მოგიყვეთ ყველაფერი, სულ ყველაფერი - კონსტანტინე, ცოტნე და გიორგი გამსახურდიების ნამდვილი ამბავი" - რას წერს სოციალურ ქსელში ცოტნე გამსახურდიას მეუღლე

მხატვარი ზურაბ ნიჟარაძე გარდაიცვალა