2 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

2 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შეიძლება დღეს მისტიკურმა თემებმა გაგიტაცოთ. გაიღრმავეთ ცოდნა დოკუმენტური ფილმით ან წიგნით. საღამოს მეგობარი მოიწვიეთ და ფანტასტიკური ჟანრის ფილმს ჩაუჯექით.

კურო

კარგი დღეა ექსპერიმენტებისა და ფანტაზიის განსახორციელებლად. წარსულს ჩააბარეთ რუტინა და სიახლეები ყველა სფეროში დანერგეთ.

ტყუპი

პირად ცხოვრებაში ცვლილებების შეტანა გსურთ და შეიძლება ახალი ურთიერთობა ისე დაიწყოთ, რომ ძველი არ გქონდეთ დასრულებული. ეცადეთ, ამგვარმა საქციელმა ურთიერთობა არ გაგიფუჭოთ როგორც ახალ, ისე ძველ პარტნიორთან.

კირჩხიბი

საკმარისი დრო გექნებათ, რათა გაანალიზოთ შექმნილი სიტუაცია, გამოიტანოთ დასკვნები და შეიმუშაოთ სამოქმედო გეგმა. თუ თავად გიჭირთ გადაწყვეტილების მიღება, სხვისი გამოცდილებით, მეგობრებისა და ნათესავების რჩევებით იხელმძღვანელეთ.

ლომი

ყველა სხვა საქმე გვერდზე გადადეთ და მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. რჩევისა და დახმარებისთვის შეგიძლიათ გავლენიან მეგობრებს მიმართოთ.

ქალწული

მშვიდად და ყურადღებით აკეთეთ თქვენი საქმე. უმნიშვნელო შეცდომამაც კი შეიძლება საქმეები თავდაყირა დაგიყენოთ. აი, სხვების ქცევას კი ნაკლები ყურადღება მიაქციეთ.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს