"ყველაფერი ვახტანგ რჩეულიშვილის ცემით დაიწყო"

"ყველაფერი ვახტანგ რჩეულიშვილის ცემით დაიწყო"

კინომცოდნე, რადიო "თავისუფლების" ბლოგერი, გოგი გვახარია დეპუტატ ნუგზარ წიკლაურზე თადასხმის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწყებულ დისკუსიას ეხმაურება. აღსანიშნავია, რომ ინტერნეტმომხმარებლების უმრავლესობა ნიშნის მოგებით აღსავსე კომენტარებს ურთავდა დეპუტატის ცემის ფაქტის შესახებ ინფორმაციას, ნაწილი კი შეშფოთებული იყო ამ ადამიანთა თანაგრძნობას მოკლებული რეაქციით.

"სხვათა შორის, ყველაფერი ვახტანგ რჩეულიშვილის ცემით დაიწყო... "ვარდების რევოლუციის" ეიფორიის ფონზე ამაზე ცოტას ჰქონდა რეაქცია.. ისე კი ყველაფერი უფრო ადრე დაიწყო, როცა 1992 წლის ზამთარში მშვიდობიანი მომიტინგეები კი არ ცემეს, არამედ დახვრიტეს გმირთა მოედანზე.

ხალხი, ვინც კლავდა და ცემდა დღესაც ცოცხალია. ეს ხალხი მორალს გვიკითხავს. ზოგი ამ ხალხთან დაახლოებული, შესაძლებელია, პარლამენტშიც ზის. და ეს არაა დავით აღმაშენებლის ეპოქა. ესაა ჩვენი ეპოქა! ამიტომაც სანამ ჩვენი ეპოქის ყველა მოძალადე არ დაისჯება, სამართალი ყოველთვის იქნება შერჩევითი, ხოლო ვიღაცის დასჯა მხოლოდ და მხოლოდ ანგარიშსწორება.

ძალადობის წინააღმდეგ დიდი კამპანია უნდა დაიწყოს. ესაა გამოსავალი. სკოლებიდან უნდა დაიწყოს და იმ ხალხს, ვინც დღეს "ფეისბუკზე" წერს, მეტის ღირსიაო (სულ ერთია ვიზე), უნდა შერცხვეს თავისი ფიქრების.

არც ლევაკს, არც პრავაკს და არც ანარქისტს არ უნდა სიამოვნებდეს, როცა ვინმეს ცემენ და მითუმეტეს, კლავენ. ვისაც სიამოვნებს, სამკურნალოა. მაგრამ გვყავს კი ამდენი ექიმი ქვეყანაში?:)", - წერს გვახარია.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ საპარლამენტო უმცირესობის წევრ ნუგზარ წიკლაურს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დეპუტატის თქმით, სახლთან სამი მანქანით რამდენიმე ნიღბიანი დახვდა, რომელთაც მისი გატაცება სცადეს. წიკლაურის თქმით, თავდამსხმელებმა ელექტროშოკიც გამოიყენეს. დეპუტატს დაზიანებები სახეზე აღენიშნება.

იხილეთ ასევე: ინგა გრიგოლია - "რაც არ უნდა მიუღებელი იყოს, როგორ შეიძლება დასისხლიანებამდე ცემა გაგიხარდეს"

"ნაციონალების" მხარდამჭერთა და მოწინააღმდგეთა ვერსიები წიკლაურის ცემის მიზეზებზე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს