როგორ მივხვდეთ, რომ გვატყუებენ? - 5 მარტივი ხერხი მატყუარების ამოსაცნობად

როგორ მივხვდეთ, რომ გვატყუებენ? - 5 მარტივი ხერხი მატყუარების ამოსაცნობად

ადამიანები ხშირად იტყუებიან, მაგრამ ზოგიერთი ამ საკითხში იმდენად ნიჭიერია, რომ მისი "გამოჭერა" ხშირად შეუძლებელია. გთავაზობთ 5 ხერხს, რომლის საშუალებითაც მიხვდებით, გატყუებენ თუ არა.

1. თუ ადამიანი თვალს გაცილებთ, ან დაჟინებით გაშტერდებათ, თქვენს მოტყუებას ცდილობს.

2. მატყუარები, როგორც წესი, მოუსვენრად იქცევიან. საუბრისას ხმის ტონი ეცვლებათ, ნაკლებად იცინიან და თუ მკლავები გადააჯვარედინა, ეს "დახურვის" ნიშანია - რაღაც ინფორმაციას გიმალავთ, ან ბოლომდე არ გიყვებათ.

3. თუ ადამიანი იტყუება, აუცილებლად შეეცდება, თავდაცვით მდგომარეობაზე გადავიდეს. "უდანაშაულობის" დასამტკიცებლად აუცილებლად დაგადანაშაულებთ უნდობლობაში და აღშფოთდება, თუ დეტალების გარკვევისას ზედმეტ კითხვებს დაუსვამთ.

4. ზოგიერთი ადამიანი ტყუილის თქმის დროს ოფლიანდება. თუ ოფლს თან სდევს გაწითლება, ცახცახი და თუ სისტემატურად ყლაპავს ნერწყვს, დარწმუნებული იყავით, რომ გაბრიყვებენ.

5. სთხოვეთ მატყუარას, თავიდან მოგიყვეთ ამბავი. თუ ტყუილს გეუბნებათ, ის ტექსტს ისეთივე სიზუსტით ვერ მოგიყვებათ, როგორც პირველად. ყველაზე რთული ხომ არარსებული ამბის დეტალების დამახსოვრებაა?

მომზადებულია lifespan.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს