10 რამ, რაც თქვენს სხეულს მომხიბვლელობას შესძენს

10 რამ, რაც თქვენს სხეულს მომხიბვლელობას შესძენს

გთავაზობთ 10 რჩევას, რომელიც თქვენს გარეგნობას პოზიტიურ იერს მისცემს:

1. დააფასეთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც თქვენს სხეულს შეუძლია.

2. ჩამოწერეთ სია, სადაც მიუთითებთ, თუ რა გიყვართ საკუთარ თავში.

3. ყოველთვის შეახსენეთ თქვენს თავს, რომ "ჭეშმარიტი სილამაზე" მხოლოდ გარეგნობა არაა. სილამაზე გონების მდგომარეობაა და არა სხეულის.

4. სხეულის გარკვეულ ნაწილებზე ნუ "ჩაიციკლებით" და საკუთარი თავი ერთ მთლიან პიროვნებად აღიქვით.

5. გარშემო პოზიტიური ადამიანები შემოიკრიბეთ.

6. ჩაახშეთ ხმა, რომელიც გეუბნებათ, რომ საკმარისი სილამაზე არ გაქვთ, ან თქვენი სხეული "წესრიგში" არაა.

7. ყოველთვის ისეთი სამოსი შეარჩიეთ, რომელიც სხეულს უხდება.

8. სოციალურ და მედია შეტყობინებებს კრიტიკული თვალით შეხედეთ.

9. ისეთი რაღაც გააკეთეთ, რაც ნამდვილად შეგიძლიათ.

10. ფუჭად დაკარგული დრო, რომელიც წონის პრობლემაზე და კალორიების თვლაში დახარჯეთ, ისეთ საქმეებზე გადაანაწილეთ, რაც მნიშვნელოვანია.

მომზადებულია wordpress.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს