თევზი - გემრიელი და სასარგებლო საკვები

თევზი - გემრიელი და სასარგებლო საკვები

თევზი ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარი, მეტად სასარგებლო საკვებია, ამიტომ ის რეგულარულად უნდა ჩავრთოთ კვების რაციონში. ცხიმიანი თევზი (სარდინი, სკუმბრია, ქაშაყი, ორაგული, კალმახი) მაღალკალორიულია და ამავე დროს მდიდარია D ვიტამინით, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებისა და ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის.

აღნიშნული სახეობები დიდი ოდენობით შეიცავს უჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა საუკეთესო საპროფილაქტიკო საშუალებაა, ამიტომ, დიეტოლოგთა რჩევით, ცხიმიანი თევზი კვირაში ორჯერ მაინც უნდა მივირთვათ. უმჯობესია, ის ორთქლზე მოვამზადოთ ან ოდნავ დავბრაწოთ, რათა მაქსიმალურად შეინარჩუნოს ყველა სასარგებლო ნივთიერება.

თევზი არა მხოლოდ სრულფასოვანი საკვებია, არამედ სხვადასხვა დაავადების დროს სამკურნალო რაციონის აუცილებელი კომპონენტიც არის. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ათეროსკლეროზისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა მკურნალობისას.

მოგეხსენებათ, ნებისმიერი პროდუქტის კვებითი ღირებულება ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად კარგად ითვისებს მას ორგანიზმი.

ისიც ცნობილია, რომ ყოველგვარი საკვები ადვილად და სწრაფად, მით უფრო - სრულად, არ შეიწოვება. ზოგიერთის მოსანელებლად საჭმლის მომნელებელ სისტემას განსაკუთრებული ძალისხმევის დახარჯვა უხდება. ჯანმრთელი ზრდასრული ადამიანის საჭმლის მომნელებელი სისტემა, ჩვეულებრივ, უმკლავდება ამ დატვირთვას, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ბავშვებს, ხანდაზმულ ადამიანებს ან ავადმყოფებს, რომლებსაც საჭმლის მონელება აქვთ დარღვეული და ამის გამო დიეტური კვება ესაჭიროებათ, აუცილებელია საკვების მონელებისა და შეწოვა-ათვისების თავისებურებათა გათვალისწინება, უპირატესობა ადვილად ასათვისებელ პროდუქტებს ენიჭება. სწორედ ასეთია თევზი.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს