კახეთში 16 წლის გოგო 45 წლის კაცზე 10 ძროხად გაათხოვეს

კახეთში 16 წლის გოგო 45 წლის კაცზე 10 ძროხად გაათხოვეს

ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში 16 წლის გოგონა მამამ 45 წლის მამაკაცზე 10 ძროხის სანაცვლოდ გაათხოვა, თუმცა იმის გამო, რომ გოგონა ამ გარიგების წინააღმდეგი იყო, სახლიდან გაიპარა და ცოლად სხვას გაჰყვა. საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ თემებში გოგონათა გასხვისება შინაური ცხოველებისა და ფულის სანაცვლოდ, დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენს.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში 18 წელს მიუღწეველი დაახლოებით 14 მილიონი გოგო ქორწინდება ერთი წლის განმავლობაში, 38 000 ერთ დღეს, 13 გოგონა კი 30 წამში. საქართველოში არსებული სიტუაცია არანაკლებ მძიმეა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებით, 2011 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის იანვრამდე, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში საბაზო საფეხურის დასრულებამდე განათლების მიღება 7 367-მა გოგონამ შეწყვიტა.

სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის ინფორმაციით, შესწავლის შედეგების მიხედვით, გოგონათა მიერ სკოლის მიტოვების ძირითადი მიზეზი გათხოვებაა.

სტატისტიკური მონაცემებით, განათლების შეწყვეტის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია ქვემო ქართლის რეგიონში, ასევე კახეთში, ეთნიკური აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ სოფლებში, კაბალში (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი); ყარაჯალასა (თელავის მუნიციპალიტეტი) და იორმუღანლოში (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი);

საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ, სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ დამამთავრებელი კლასების მოსწავლე გოგონები, მაგალითად, კაბალის საჯარო სკოლაში არ დადიან, რადგან დიდია მათი მოტაცების რისკი.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა