"ჭამე ნოდარი", "გზა ტაძრისკენ", "მენატრები კნუტო", kiss", "sex" - ამ და სხვა წარწერების ნახვა ქუთაისის შენობების კედლებზე შეიძლება. ეს ის გზავნილებია, რომელთაც ქუთაისელები ამა თუ იმ მოტივაციით კედლებზე ტოვებენ.
კედლის გზავნილთა შორის აშკარა უპირატესობა ენიჭება რომანტიკულ მესიჯებს, შემდეგ მოდის პოლიტიკური, რელიგიური და სხვა შინაარსის გზავნილები. ამასთან, თუ რომანტიკული შინაარსის წარწერები ქალაქის ნებისმიერ წერტილში შეიძლება აღმოაჩინო, პოლიტიკური და რელიგიური გზავნილები ძირითადად ქალაქის ცენტრალურ ნაწილშია.




