სასარგებლო პროდუქტების ტოპ-ათეული

სასარგებლო პროდუქტების ტოპ-ათეული

"ოჯახის მკურნალმა" გადაწყვიტა, პასუხი გაეცა კითხვაზე: "რომელი საკვებია ყველაზე სასარგებლო". ამ პროდუქტების ღირსებებზე ხშირად წერენ დიეტოლოგები, იმუნოლოგები, გასტროენტეროლოგები და სხვა სპეციალობის ექიმები. ინტერნეტმასალების, მედიცინის მუშაკებისა და ჯანსაღი კვების სპეციალისტთა რეკომენდაციების საფუძველზე გთავაზობთ ჩვენ მიერ შედგენილ სასარგებლო პროდუქტების ტოპათეულს.

1. რძე

უკვე მრავალი წელია, ამტკიცებენ მედიცინის სპეციალისტები, რომ ძროხის რძე ყველაზე სასარგებლო პროდუქტია. ის გახლავთ დ ვიტამინისა და კალციუმის ყველაზე ხელმისაწვდომი წყარო - სწორედ მათი წყალობით მაგრდება ძვლები და კბილები. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ლაქტოზური უკმარისობით იტანჯებიან და ცხოველური წარმოშობის რძის მიღების შემდეგ საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებს უჩივიან. ასეთი ადამიანებისთვის საუკეთესო შემცვლელებია ბრინჯისა და სოიის რძე (ეს უკანასკნელი უფრო ქალებისთვისაა რეკომენდებული, რადგან ფიტოესტროგენებს - ქალური სასქესო ჰორმონების მცენარეულ ანალოგს - შეიცავს).

2. პომიდორი

პომიდორი ერთ-ერთი ხელმისაწვდომი და სასარგებლო პროდუქტია. ის მდიდარია ა და ც ვიტამინებით, უჯრედისით, კიბოს საპროფილაქტიკო და საწინააღმდეგო, დაბერების საწინააღმდეგო ნივთიერებებით, ლიკოპენით. მისი მიღება რეკომენდებულია არა მარტო ზაფხულში, არამედ წლის სხვა პერიოდებშიც.

3. ცხიმიანი თევზი

ცხიმიანი თევზი, მაგალითად, ორაგული, სასურველია, კვირაში ერთხელ მაინც მივირთვათ. ის მდიდარია ომეგა-3 ცხიმმჟავებით, რომლებიც აუცილებელია გულის, სისხლძარღვებისა და თავის ტვინის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ცხიმიანი თევზისგან ლიმონით მზადდება ძალიან გემრიელი და სასარგებლო პროდუქტი გრილზე.

4. ციტრუსები

ციტრუსები (ლიმონი, ფორთოხალი, მანდარინი, გრეიპფრუტი და სხვა) უპირველესად იმით არის ცნობილი, რომ უხვად შეიცავს ასკორბინის მჟავას. სინამდვილეში არსებობს უამრავი სხვა პროდუქტი, რომლებიც გაცილებით მდიდარია ც ვიტამინით. სამაგიეროდ, ციტრუსები უჯრედისის და ფოლიუმის მჟავას არაჩვეულებრივი წყაროა. მეტად სასარგებლოა მათი წვენიც.

5. ყავისფერი ბრინჯი

ყავისფერი ბრინჯი გაცილებით სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, ვიდრე თეთრი. მასში უფრო მეტია ე და ბ6 ვიტამინები, ანტიოქსიდანტები, მცენარეული ბოჭკო, სპილენძი და თუთია. ყავისფერი ბრინჯი აძლიერებს იმუნურ სისტემას და ეხმარება ორგანიზმს ინფექციურ და ონკოლოგიურ პათოლოგიებთან ბრძოლაში.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს