"ქუთაისის ბაზრის მფლობელმა სამი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა"

"ქუთაისის ბაზრის მფლობელმა სამი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა"

"ქუთაისის ბაზრის მფლობელმა 1 ჰა მიწის ნაკვეთი და კარ-მიდამო წამართვა", - ამის შესახებ topnews.com.ge-ს ქუთაისში მცხოვრებმა გელა ფხაკაძემ განუცხადა. ფხაკაძის თქმით, წლების წინ დაზარალებულის ბიძამ, რამაზ ფხაკაძემ ქუთაისის ბაზრის მფლობელისაგან 1000 ლარი ისესხა, თანხა ვერ გადაუხადა და ამის გამო წყალტუბოს რაიონის სოფელ მუხიანიდან ოჯახი პოლიციის ძალით სახლიდან გამოუშვა.

"წლების წინ ბიძაჩემმა კახა გიორგაძისგან ისესხა ფული, რომელიც ვერ გადაუხადა. ერთ დღესაც გიორგაძე პოლიციასთან ერთად შემოვარდა და მოგვთხოვა სახლი დაგვეტოვებინა. 1990-იან წლებში პოლიციის მოსყიდვა მარტივად შეიძლებოდა და ამიტომ ჩვენ, გაჭირვებულმა ოჯახმა სიმართლე ვერ დავამტკიცეთ. ამის შემდეგ სასამართლოში ვუჩივლეთ, საქალაქო პროცესი მოვიგეთ, მაგრამ სააპელაციო წავაგეთ, რადგან გიორგაძემ მოსამართლეებიც მოისყიდა. ახლა კი, როცა ხელისუფლება შეიცვალა, მინდა, კვლავ მივმართო პროკურატურას და იქნებ სიმართლე დავამტკიცო. სახლის წართმევის ნერვიულობას მამაჩემი, ბიძაშვილი და ბიძაჩემი შეეწირა, ამ ადამიანის კისერზეა სამი ადამიანის სიკვდილი", - აცხადებს გელა ფხაკაძე.

რა მოხდა რეალურად წყალტუბოს რაიონის სოფელ მუხიანში და ჩამოართვა თუ არა პოლიციის და სასამართლოს მოსყიდვით გიორგაძემ ფხაკაძეების ოჯახს საცხოვრებელი სახლი, ამ ფაქტის "ტოპნიუსმა" კახა გიორგაძესთან სცადა, თუმცა ის "ტოპნიუსს" სამსახურში არ დახვდა. როგორც ადგილზე გაირკვა, ის არც მობილურ ტელეფონს ატარებს, ხოლო კახა გიორგაძის მეუღლემ სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ეს სიცრუეა.

"ეს არის ტყუილი და მეტი არაფერი. პირიქით, მაგ ოჯახი დასაჭერი იყო, მაგრამ ჩემს მეუღლეს შეეცოდა და არ დაიჭირა, საიდან იგონებენ მსგავს სისულელეებს არ ვიცი", - აცხადებს გიორგაძის მეუღლე.

წყარო: topnews.com.ge

topnews.com.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა