2014 წლიდან 5 წლის ასაკის ბავშვებს საჯარო სკოლაში აღარ მიიღებენ. ამასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე შემდეგ მოსაზრებას აქვეყნებს:
Facebook/ზურაბ ჯაფარიძე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"
"გუშინ პირველი მოსმენით მიიღეს ცვლილება კანონში, რომლითაც 6 წლამდე ბავშვის სკოლაში შეყვანა იკრძალება. დღეს გამოდის მეორე მოსმენით:
1. ჯერ ვერ გავიტანეთ, რომ მშობლისთვის დაგვეტოვებინა არჩევანის უფლება
2. მერე ვერ გავიტანეთ, რომ იმ ბავშვებისთვის მაინც დადგენილიყო გამონაკლისი, რომელთაც 6 წელი შეუსრულდებათ მომავალი წლის 1 იანვრამდე
3. დღეს სერგო რატიანი უხსნიდა, სასწავლო წელი სხვადასხვა დროს იწყება, ერთ წელს შეიძლება 1 სექტემბერს დაიწყოს, მეორე წელს - 20 სექტემბერს. ამიტომ იქნებ იმ ბავშვებისთვის მაინც დაუშვათ გამონაკლისი, რომლებსაც 6 წელი სექტემბერში უსრულდებათო
არაო, თავს იკლავენ.
პ.ს. რატომღაც მახსენდება "ბავშვი ძუძუზე უნდა იყოს 41 წლამდე", - წერს ზურაბ ჯაფარიძე.