თეა თუთბერიძე მაკა ჩიჩუას საჯაროდ ესიყვარულება

თეა თუთბერიძე მაკა ჩიჩუას საჯაროდ ესიყვარულება

თეა თუთბერიძე, რომელიც არასდროს მალავს კრიტიკულ დამოკიდებულებას ქვეყნის მთავრობის მიმართ, ქვეყნის პირველი პირისა და მისი მეგობარი ქალის, მაკა ჩიჩუას მიმართ დადებითად არის განწყობილი. ამას ღიადაც აცხადებს და Facebook-ზე გამოქვეყნებულ სტატუსში გიორგი მარგველაშვილის მეგობარ ქალს "პირველ ლედად" მოიხსენიებს.

მაკა ჩიჩუამ თეა თუთბერიძის კომპლიმენტი იმ ფოტოზე დაიმსახურა, რომელიც პოლონეთში, ქალაქ კრაკოვშია გადაღებული. შეგახსენებთ, რომ იქ საქართველოს პრეზიდენტი მეგობარ ქალთან და ქართული დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად პოლონეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ორდღიანი ვიზიტის ბოლო დღეს იმყოფებოდა.

Facebook/ თეა თუთბერიძე:

"მომწონს მე ეს ფოტო. მაკა ჩაჩუა არის ჩემი ქვეყნის პრეზიდენტის რჩეული და ჩემი ქვეყნის პირველი ლედი. P.S. თუ ვინმე აპირებთ, რომ ქოცების მსგავსი კომენტარები წეროთ აქ, გაფრთხილებთ დაიბლოკებით...", - წერს თეა თუთბერიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს