5 იდუმალი ადგილი პლანეტაზე, სადაც არ შეგიშვებენ

5 იდუმალი ადგილი პლანეტაზე, სადაც არ შეგიშვებენ

წარმოგიდგენთ იმ ადგილებს, რომელიც ჩვეულებრივ, ტურისტებისთვის დახურულია.

1. ლასკოს გამოქვაბული

საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთით, 1940 წელს აღმოჩენილი ლასკოს გამოქვაბული პალეოლითის ხანის ნახატებითაა ცნობილი. გამოქვაბულში აღმოჩენილი პირველყოფილი მხატვრობა 17 300 წლით თარიღდება. როგორც ცნობილია, გამოქვაბულის კედლებზე ცხოველების გამოსახულებებია დატანილი. ჩვენთვის სამწუხაროდ  და ისტორიული ადგილისთვის "საბედნიეროდ", თქვენ ვერასდროს შეძლებთ ამ გამოქვაბულში მოხვედრას, რადგან ეს ადგილი 1963 წელს დაიხურა - გამოქვაბული მნახველების ვიზიტების შედეგად, ნაწილობრივ ზიანდებოდა. გამოქვაბულში ადამიანის არსებობა განიხილება, როგორც მისი პოტენციური განადგურება. როგორც წესი, გამოქვაბულს ერთი მცველი კვირაში ერთხელ რამდენიმე წუთით აკითხავს.

2. კუნძული პოვეგლია

პოვეგლია ერთ-ერთ ყველაზე საშიშ, იდუმალ და მოჩვენებებით დასახლებულ კუნძულად ითვლება. ის იტალიის ჩრდილოეთით, ვენეციასა და ლიდოს შორის მდებარეობს. საუკუნეების განმავლობაში კუნძული იყო სნეულთა და მომაკვდავთა ადგილსამყოფელი. 1448 წელს ვენეციაში ბუბონური ჭირის ეპიდემიამ იფეთქა, კუნძული კი კარანტინის ადგილად იქცა და იქ მომაკვდავ და დაინფიცირებულ ადამიანებს აგზავნიდნენ. კუნძულის ცენტრში კი უკვე გარდაცვლილებს უზარმაზარ კოცონზე წვავდნენ. იგივე ფუნქცია შეიძინა კუნძულმა 1630 წელსაც, როდესაც შავი ჭირის ეპიდემიამ კვლავ იფეთქა.

მე-20 საუკუნეში კუნძული კვლავ გამოიყენებოდა, როგორც საკარანტინო ადგილი, მაგრამ 1922 წელს იქ არსებული შენობები გადაკეთდა სულით ავადმყოფთა თავშესაფრად. ასე გაგრძელდა 1968 წლამდე, ვიდრე იქ ყველაფერი არ დაიხურა და კუნძული არ გაუკაცურდა. ამჟამად კუნძული ტურისტებისა და ადგილობრივებისთვის დახურულია. ბოლო დროს იტალიური სამშენებლო კომპანიები შეეცადნენ კუნძულის აღდგენას, თუმცა პროექტები სხვადასხვა მიზეზებით გაჩერდა.

3. ვატიკანის საიდუმლო არქივი

ვატიკანში განთავსებული საიდუმლო არქივი შეიცავს სახელმწიფო დუკუმენტებს, კორესპონდენციებს, პაპის საბუღალტრო წიგნებს და სხვა დოკუმენტებს, რომელიც ეკლესიამ საუკუნეების განმავლობაში დააგროვა. მე-17 საუკუნეში რომის პაპის, პავლე V-ს ბრძანებით საიდუმლო არქივები ვატიკანის ბიბლიოთეკას გამოეყო, რის შემდეგაც მკვლევარებს შეეზღუდათ დოკუმენტებზე წვდომა. არქივი აბსოლუტურად დახურული იყო 1881 წლამდე. ამ წელს რომის პაპმა ლეო XIII-მ დოკუმენტები მკვლევარებისთვის გახსნა.

დასახელებაში გამოყენებული სიტყვა "საიდუმლო" არ აღნიშნავს კონფიდენციალურობის თანამედროვე გაგებას. მისი გაგება უფრო ახლოსაა სიტყვასთან "კერძო", რომელიც მიუთითებს, რომ არქივი წარმოადგენს პაპის საკუთრებას და არ ეკუთვნის ვინმე სხვა პირს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ნებისმიერი დოკუმენტი, რადგან არქივი საიდუმლო არ არის. თუმცა, თქვენ ვერ შეძლებთ უშუალოდ არქივში შესვლას. თქვენ მოგიწევთ კონკრეტული დოკუმენტი გამოითხოვოთ, რის შემდეგაც მას მოგაწვდიან. თუმცა თქვენ ვერ იხილავთ დოკუმენტებს, რომელსაც 75 წლიანი ხანდაზმულობის ვადა არ გასვლია.  

4. მარიამ ღვთისმშობლის ტაძარი ეთიოპიაში

ეთიოპიაში მდებარე სიონის ღვთისმშობლის ტაძარში არავის უშვებენ, რადგან როგორც ამტკიცებენ, ეკლესიაში მდებარეობს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბიბლიური ობიექტი - აღთქმის კიდობანი. მასში ინახებოდა ქვის ნატეხები, რომლებზეც 10 მცნება ეწერა. კიდობნის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მხოლოდ სპეციალურად შერჩეულ მღვდელს აქვს უფლება შევიდეს ეკლესიაში.

5. მეტრო-2

მეტროს სავარაუდო საიდუმლო მიწისქვეშა სისტემა რუსეთში, სავარაუდოდ, სტალინის მმართველობის პერიოდში აიგო და კოდურ სახელწოდებას - "Д-6 КГБ" ატარებდა. ამბობენ, რომ "მეტრო-2"-ს დღემდე სპეციალური სამმართველო და თავდაცვის სამინისტრო მართავს. გავრცელებული ხმების მიხედვით, "მეტრო-2"-ის სიგრძე საზოგადოებრივი მეტროს სიგრძეს აჭარბებს. როგორც ამბობენ, მას 4 გვირაბი აქვს, რომელიც თითქოსდა მიწის ქვეშ 50-200 მ სიღრმეზე მდებარეობს. მეტრო აკავშირებს კრემლს "ეფ-ეს-ბეს" მთავარ ოფისთან, ვნუკოვოს სამთავრობო აეროპორტთან და სხვა ნაციონალური მნიშვნელობის ადგილებთან.

სამწუხაროდ, ყველა სანდო თუ არასანდო ინფორმაცია "მეტრო-2"-ის შესახებ დოკუმენტებით ან ფოტოებით არ დასტურდება.  არ არსებობს "მეტრო-2" ის არსებობის რაიმე მტკიცებულება. მაგრამ თუკი ეს ადგილი ბუნებაში არსებობს, დიდი ალბათობით თქვენ იქ არავინ შეგიშვებთ.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს