როგორ აღვზარდოთ ბავშვი? – 15 სასარგებლო რჩევა

როგორ აღვზარდოთ ბავშვი? – 15 სასარგებლო რჩევა

ბავშვის აღზრდა რთული პროცესია. არადა, თანამედროვე ქალი ძალიან დაკავებულია და ზოგჯერ, სამსახურში მიღებული სტრესი, ან გადატვირთული სამუშაო გრაფიკი პატარებზე აისახება, რომელთაც მხოლოდ ის სურთ, რომ ძილის წინ ზღაპრები წაუკითხონ. გთავაზობთ რამდენიმე მეთოდს, რომელიც პატარას აღზრდაში დაგეხმარებათ.

1. მშობლის სტატუსი პირველ ადგილზე დააყენეთ

2. წაუკითხეთ შვილს ყოველდღე

3. მოაწყვეთ საოჯახო სადილი

4. დაუწესეთ ბავშვს ძილის დრო

5. გაამხნევეთ პატარა, როდესაც მღერის, ლექსს ამბობს, ან ცეკვავს

6. ყოველდღე მიეცით ბავშვს თამაშის დრო

7. ისწავლეთ მისი მოსმენა

8. ყოველთვის პატივისცემით მოექეცით

9. ზედმეტი სიყვარულით არასდროს გაათამამოთ: თქვენი გადაჭარბებული სიყვარული მის ხასიათს გააფუჭებს

10. მაქსიმალურად ჩაერთეთ მის ყოველდღიურ საქმიანობაში

11. მიეცით დამოუკიდებლობა. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ თუ დახმარება სჭირდება, ის თავად დაგიძახებთ. თუ მისი მარტო დატოვება გიჭირთ, ისე მაინც მოიქეცით თითქოს მის გვერდით არ ხართ, იფიქროს, რომ მიზნისთვის ბრძოლა დამოუკიდებლად შეუძლია

12. დაუწესეთ შეზღუდვები. მან უნდა იცოდეს, რომ თუ გარკვეულ ზღვარს გადააბიჯებს, დაისჯება. თუმცა დასჯა ისტერიკულ ყვირილს, ან ცემას არ ნიშნავს.

13. კარგი ყოფაქცევისთვის ყოველთვის დააჯილდოვეთ

14. შეასწავლეთ კარგი მანერები

15. მხოლოდ ის სიტყვები თქვით, რომელიც გსურთ, რომ შვილებმა გამოიყენონ

მომზადებულია wikihow.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს