პაკისტანში 9 თვის ჩვილი მკვლელობის დაგეგმვაშია ბრალდებული

პაკისტანში 9 თვის ჩვილი მკვლელობის დაგეგმვაშია ბრალდებული

პაკისტანში 9 თვის ბიჭუნა სასამართლოში გამოიძახეს, რადგანაც მკვლელობის დაგეგმვაშია ბრალდებული.

ბავშვი, სახელად მუჰამედ მოსა ხანი ბრალდებულია პოლიციელების მიმართ მუქარაშიც. ჩვილთან ერთად მისი ოჯახის წევრებიც არიან ბრალდებულები. საქმე ის არის, რომ სამართალდამცავებმა რეიდი მოაწყვეს, რათა გაერკვიათ, თუ ვინ იპარავს გაზს ლაჰორიში. როგორც პოლიციელები აცხადებენ, ეჭვმიტანილებმა პოლიციის ოფიცრებს ქვები ესროლეს და მათ მოკვლას შეეცადნენ. ერთ-ერთ დამნაშავედ ითვლება ჩვილიც, რომელიც მთელი პროცესი მამის მუხლზე იჯდა და რძეს ბოთლიდან სვამდა.

მოსამართლე იძულებული გახდა, ბავშვის წინააღმდეგ ბრალდება მოეხსნა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს