პუტინმა ჯორჯ ბუშის ძაღლი დაამცირა

პუტინმა ჯორჯ ბუშის ძაღლი დაამცირა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში-უმცროსი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სიტყვებს იხსენებს, რომლებმაც თავი შეურაცხყოფილად აგრძნობინა. ბუშმა რუს კოლეგასთან მომხდარ უსიამოვნო შელაპარაკების შესახებ თავის ბოლო ინტერვიუში ისაუბრა. აღმოჩნდა რომ საქმე მხოლოდ და მხოლოდ ბუშის ძაღლს შეეხებოდა, რომელიც პუტინს "დაუმცირებია".

"პუტინმა უპატივცემულოდ მოიხსენია ჩვენი საყვარელი ძაღლი ბარნი, რომელსაც ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მითხრა, "ამას ძაღლს ეძახითო?" - გაიხსენა ბუშმა ინტერვიუში, რომელიც მისმა ქალიშვილმა, ჯენი ბუშ ჰეიგერმა გადაცემისთვის Today ჩაწერა.

ყოფილმა პრეზიდენტმა ქალიშვილს არც ამ ამბის გაგრძელება დაუმალა. "ერთი წლის შემდეგ მე და დედაშენი რუსეთს საგანგებო ვიზიტით ვეწვიეთ. ვლადიმერმა გვითხრა, "გინდათ ჩემი ძაღლი გაჩვენოთ?" გამოიყვანა უზარმაზარი, ჩვენს შოტლანდიურ ტერიერზე ბევრად დიდი და ღონიერი ძაღლი. პუტინმა შემომხედა და მითხრა: "ბარნიზე დიდიც არის, ძლიერიც და სწრაფიცო" - იხსენებს ბუში, რომელიც თურმე მას შემდეგ დაფიქრდა თუ რას წარმოადგენდა პუტი პიროვნულად.

"ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში პუტინს რამდენჯერმე შევხვდი და ძალიან კარგად გავიცანი. ვლადიმერი ის ადამიანია, რომელიც აშშ-ს მტრად განიხილავს. ეს ხმამაღლა არასოდეს უთქვამს, მაგრამ სამყაროს ასე აღიქვამს - თუ ამერიკა სარგებლობს, ესე იგი რუსეთი ზარალდება და პირიქით. ვცდილობდი, ეს წარმოდგენა შემეცვალა მისთვის" - განაცხადა ჯორჯ ბუშმა-უმცროსმა.

მომზადებულია today.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს