ვერძი
შეიძლება საქმეების გადადებამ მოგიწიოთ, რათა კონკურენტების ჩამოშორებით იქნებით დაკავებული. ეცადეთ, ჯანსაღი კრიტიკა გაითვალისწინოთ. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები გელით.
კურო
თუ დაკვირვებულად იმოქმედებთ, კონკურენტებს დაიმეგობრებთ და მათგან ბევრსაც ისწავლით. კარგი დღეა ფინანსური, ახალი საქმეების დასაგეგმავად, მაგრამ მათ განხორციელებას ჯერ ნუ იჩქარებთ.
ტყუპი
მცირე უსიამოვნებებს ნუ შეუშინდებით. პირიქით, ეს ჭკუის სასწავლებელ გაკვეთილად მიიღეთ და იბრძოლეთ, სანამ მიზანს არ მიაღწევთ.
კირჩხიბი
ენერგიული და იდეებით აღსავსე ხართ. მთავარია, უფროსისგან ნებართვა აიღოთ და გვერდით გამოცდილი, ერთგული ადამიანები დაიყენოთ, რათა მათი განხორციელება შეძლოთ.
ლომი
კარგი დღეა საქმეების დასაწყებად, ახალი იდეების განსახორციელებლად. ჩამოწერეთ, რისი მიღწევა გსურთ და ისე იმოქმედეთ.
ქალწული
მოერიდეთ გარშემო მყოფებთან დისკუსიებსა და კამათს. უფრო მეტიც, ნაკლები დრო გაატარეთ მათთან. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს, გაერკვიეთ საკუთარ სურვილებსა და მისწრაფებებში.