მამას ჩვილი შემოაკვდა, როდესაც მის დაწყნარებას ცდილობდა

მამას ჩვილი შემოაკვდა, როდესაც მის დაწყნარებას ცდილობდა

ბოლივიაში საზარელი ტრაგედია დატრიალდა - იმისთვის, რომ ბავშვის ტირილს აღარ შეეწუხებინა, მამამ ჩვილს რძეში გარეული ბრენდი დაალევინა.

37 წლის ასასიო ესტრადა 3 თვის კარლოსის ტირილით ძალიან შეწუხდა და სტრესი რომ დაეძლია, ალკოჰოლის სმა დაიწყო. რამდენიმე წუთში გაუჩნდა აზრი, რომ ჩვილის ბოთლში, სადაც რძე ესხა, ალკოჰოლი შეერია. ესტრადამ იფიქრა, რომ ბავშვი ცოტათი მაინც დამშვიდდებოდა. ბავშვი დაიღუპა. ამ დროს ჩვილის დედა, სილვია მუშაობდა. მამამ დანაშაული აღიარა - ის დააპატიმრეს.

როგორც პედიატრმა, დევიდ გომ განაცხადა, "ალკოჰოლის უმცირესი რაოდენობაც კი ძლიერ ეფექტს ახდენს ბავშვის სუნთქვასა და სისხლში გლუკოზის დონეზე".

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს