"გულთბილად გეპატიჟებით სიკვდილის წინა ღამეს" - იესოს სიკვდილის გახსენების საღამო თბილისში

"გულთბილად გეპატიჟებით სიკვდილის წინა ღამეს" - იესოს სიკვდილის გახსენების საღამო თბილისში

იეჰოვას მოწმეები 14 აპრილს იესოს სიკვდილის გახსენების საღამოს აღნიშნავენ. ამის შესახებ თბილისის უბნებში გავრცელებულ მოსაწვევებსა და იეჰოვას მოწმეების ქართულენოვან ვებ-გვერდზეა ნათქვამი.

"გულთბილად გეპატიჟებით,

სიკვდილის წინა ღამეს, იესომ თავის მოწაფეებს მოუწოდა, აღენიშნათ მისი სიკვდილის გახსენების საღამო, რათა ხსომებოდათ მსხვერპლი, რომელსაც ის მალე მათთვის გაიღებდა. იესომ უთხრა მათ: "ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად" (ლუკა 22:19).

იესოს სიკვდილის გახსენების საღამო აღინიშნება 2014 წლის 14 აპრილს, ორშაბათს, მზის ჩასვლის შემდეგ. იეჰოვას მოწმეები მთელი გულით გიწვევენ თქვენ, თქვენს ოჯახსა და მეგობრებს, რომ მოისმინოთ მოკლე მოხსენება იმის შესახებ, თუ რატომ არის იესოს სიკვდილი ასე მნიშვნელოვანი.

ეს შეხვედრა ჩატარდება თქვენს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს", - წერია მოსაწვევ ტექსტში.

"მედიასთან კარგი თანამშრომლობის მაგალითი საკმაოდ ბევრია, ამაზე საჯარო მადლობა მაშინაც ვთქვი და ახლაც ვიტყვი" - ნინო გიორგობიანი

"არ დაიძვრება ავტობუსი, თუ მოქალაქე პირბადის გარეშე ავა" - რომელ საათამდე იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტი და რა წესების დაცვა მოგიწევთ?

ბათუმის ბავშვთა სახლის 25 აღსაზრდელსა და 7 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდათ - როგორია მათი მდგომარეობა?