რობერტ სტურუა - "მე დავჩაგრე ისინი და არა პირიქით!"

რობერტ სტურუა - "მე დავჩაგრე ისინი და არა პირიქით!"

რეჟისორი რობერტ სტურუა დაჩაგვრის შესახებ ბრალდებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე პასუხობს.

"ვინმე თვალებახვეულაშვილი (ალბათ ფსევდონიმია, მაგრამ არჩევა არ გინდა?! თუმცა ქვეცნობიერება, ქვეცნობიერება...) სხვა უბედურებასთან ერთად იმასაც მაბრალებს, თითქოს იმიტომ ვებრძოდი 9 წლის ნასიამოვნებ მთავრობას, რომ მათ მიერ დაჩაგრული გახლდით, რაც ბოლოს ჩემი გაძევებით დამთავრდა. პასუხის გაცემა არ მიყვარს, მაგრამ, რადგანაც ბევრი ფიქრობს ასე, მინდა შეგახსენოთ, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ 2004 წელს დაიწყო, როცა კოჭებში შევატყვე, ვინც იყვნენ ჩვენი ბელადები და ლაშა ბუღაძის "ჯარისკაცი, სიყვრული, დაცვის ბიჭი და... პრეზიდენტი" დავდგი. ასე რომ, მე დავჩაგრე ისინი და არა პირიქით! ამ!

P.S. კიდევ ბევრ სისაძაგლეს მაბრალებს ის პიროვნება, მაგრამ ჩვენში განა ცოტაა ჭორებს აყოლილი, ბოღმით დაბრმავებული ადამიანი?! მიაუ!", - წერს სტურუა.

შეგახსენებთ, რომ 2011 წლის ივლისში რობერტ სტურუა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან დაითხოვეს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს