8 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

8 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღეს ადვილად შეძლებთ სასურველი ადამიანის ყურადღების მიქცევას. გაფრთხილდით, სამსახურის საქმეებში წარმატებამ შეიძლება თქვენს კოლეგებში შური გამოიწვიოს.

კურო

სამსახურის საქმეებში სირთულეებს არ გადააწყდებით, თუ ყველაფერს გააკონტროლებთ, მათ შორის საკუთარ ემოციებსაც. მოერიდეთ უსიამოვნო ადამიანებთან კონტაქტს.

ტყუპი

თუ პრობლემებს დიპლომატიურად მოაგვარებთ და სიტუაციის გამოსწორებასაც შეეცდებით, გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან.

კირჩხიბი

შესრულებული სამუშაოსთვის დაფასება და მილოცვა გელით, მაგრამ გამორიცხული არაა, რომ სიჩქარეში მცირე უზუსტობები გაგეპაროთ. ან თავიდანვე ყურადღებით იყავით, ან ყველაფერი გადაამოწმეთ.

ლომი

დროს ტყუილად ნუ დაკარგავთ. დილიდანვე შეადგინეთ სამოქმედო გეგმა და იმოქმედეთ. კარგი დღეა საქმეების დასაწყებად, საინტერესო ადამიანებთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილეველად.

ქალწული

სასიხარულო ამბებს მიიღებთ, რაც ფინანსებთან იქნება დაკავშირებული. ან კრედიტს დაგიმტკიცებენ, ან ხელფასს მოგიმატებენ. შეიძლება მატერიალური დახმარება ახლობელმა გაგიწიოთ.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს