როგორ ხსნის "სელფშოტებისა" და ფსიქიკური აშლილობის კავშირს ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე

როგორ ხსნის "სელფშოტებისა" და ფსიქიკური აშლილობის კავშირს ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე

თავდაცვის მინისტრის მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე "სელფშოტებით" შეპყრობილი ადამიანების შესახებ ამ დღეებში ინტერნეტით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. შეგახსენებთ, ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციიის (APA) მეცნიერებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ "სელფშოტი" ფსიქიკური აშლილობის ნიშანია.

"ნუ გეშინიათ მეგობრებო, სელფშოტით ძირითადად თინეიჯერები არიან გატაცებული, რაც სრულიად ნორმალურია, მათ საკუთარ თავთან უნდა დაადასტურონ თავიანთი არსებობა, დამაგრდნენ რეალობაში და ამავე დროს ჰარმონიაში მოვიდნენ თავიანთ "ახალ სხეულთან", გარეგნობასთან, უნდა მოიწონონ, უნდა დაიჭირონ მთავარი ღირსება. არ შეშინდეთ ბავშვებო, ლამაზები ხართ და დატკბით საკუთარი თავით, ეს ბევრად უკეთესია, ვიდრე ქალი და კაცი, ზრდასრული, მუდმივად სხვა ადამიანების ნაკლს რომ უსაფრდება და განიხილავს. სხვისი ნაკლის (ხან გამოგონილის, ხან ნამდვილის) ხაზგასმაც თვითგანმტკიცებას ემსახურება და ბევრად უფრო დიდი ილუზიაა და ბევრად არასიმპატიური ქცევა. თქვენი საყვარელი სახეების დანახვა უფრო სასიხარულოა", - დაწერა ფანჯიკიძემ.

ფსიქოლოგს პოსტის კომენტარებში შეახსენეს, რომ "სელფშოტებს" სოციალურ ქსლებში არა მხოლოდ თინეიჯერები, არამედ ზრდასრული ადამიანებიც აქტიურად აქვეყნებენ.

"მერე რა? თუ იმ ზრდასრულსაც ჭირდება შეიგრძნოს თავისი თავი, გაეპრანჭოს სამყაროს, დიდი ამბავი.

სარკეში ჩახედვისას მოეწონა თავისი თავი და მოუნდა, რომ ეს მომენტი სხვასაც ანახოს, კომპლიმენტი მიიღოს. ახლგაზრდა ადამიანი თუ ითხოვს კომპლიმენტს, ვუთხრათ რა, დიდი ამბავი.

რეალურად ასეა, არავის არ ვამშვიდებ. ჯერ ერთი, ძალიან მეეჭვება, რომ ამერიკული ფსიქიატრიის ასოციაციას ასე ხელაღებით დსმ-ის ახალი გადასინჯვა გაეკეთებინა. აიღო და ასე უბრალოდ დაავადებად განიხილო ეს ამბავი (სიმპტომადაც კი არა, პირდაპირ სინდრომად) ძალიან ცუდი მიზანია.

მოფერება, შექება, სითბო აკლიათ ადამიანებს, სულ ესაა", - წერს ფანჯიკიძე.

იხილეთ ასევე: მეცნიერების დასკვნა - სელფშოტი ფსიქიკური აშლილობის ნიშანია

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს