ვინ და როდის გამოიგონა ბიკინი?

ვინ და როდის გამოიგონა ბიკინი?

ბიკინი ზაფხულის სეზონის გარდერობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტია. თუმცა, 1946 წლამდე მას სანაპიროზე არავინ იცვამდა.

თანამედროვე ბიკინის შექმნის თარიღი 1946 წელია - ის ფრანგმა დიზაინერმა და ავტომობილების ინჟინერმა ლუი რეარდმა წარმოადგინა. მან სანაპიროს მოდაში ნამდვილი გადატრიალება მოახდინა და ქალბატონებს მაქსიმალურად თამამი საცურაო კოსტუმის მორგების საშუალება მისცა. თუმცა, მის ჩაცმაზე ყველამ მტკიცე უარი განაცხადა; დიზაინერი იძულებული გახდა, რომ მოცეკვავე მიშელინ ბერნარდინი დაექირავებინა.

აღსანიშნავია, რომ ფრანგი დიზაინერი სულაც არ იყო ნოვატორი: მან უბრალოდ საბოლოო სახე მისცა ჟაკ ჰაიმის შექმნილ საცურაო კოსტუმს სახელად "ატომს". რეარდს არასდროს დაუმალავს, რომ შთაგონება სწორედ მისგან წამოვიდა. დაახლოებით 10 წელი დასჭირდათ ევროპელ ქალებს, რომ სანაპიროზე ბიკინი ჩაეცვათ. ერთ-ერთი ნოვატორი ბრიჯიტ ბარდო გახდა. კოლეგას არ ჩამორჩენია არც მერლინ მონრო და იტალიური კინოს ლეგენდა სოფი ლორენი.

დღეისთვის ბიკინი სანაპიროების ერთპიროვნული ლიდერია. 5 ივლისს ბიკინის დღეს აღნიშნავენ.

მომზადებულია history.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს