7 შეცდომა აღზრდისას, რომელიც ბავშვებში ლიდერის თვისებებს კლავს

7 შეცდომა აღზრდისას, რომელიც ბავშვებში ლიდერის თვისებებს კლავს

შვილისადმი უსაზღვრო სიყვარული არ არის იმის გარანტია, რომ აღზრდის დროს შეცდომებს არ დაუშვებთ. მეტისმეტი ალერსი და თხოვნის გარეშე დახმარება, ხშირად დამოუკიდებელი პიროვნების ჩამოყალიბებას ხელს უშლის.

ექსპერტი ლიდერობის საკითხებში, 25 წიგნის ავტორი და ორგანიზაცია  Growing Leaders-ის ხელმძღვანელი ტიმ ელმორი საუბრობს იმ შვიდ შეცდომაზე, რომელსაც მშობლები აღზრდისას უშვებენ და რომელიც ბავშვებში ლიდერის თვისებების განვითარებას აფერხებს. ასევე,  ეს შეცდომები სამომავლოდ ამ ბავშვებში პირად ცხოვრებასა თუ ბიზნესში წარმატების შანსებს ამცირებს.

1. ვართმევთ შესაძლებლობას გაუგონ გემო რისკის შეგრძნებას

ჩვენ ვცხოვრობთ თანამედროვე სამყაროში, სადაც ხიფათი ფეხის ყოველ ნაბიჯზეა. ეს ყოველივე მშობლებში ამძაფრებს შიშის შეგრძნებას და ცდილობენ, შვილები საყოველთაო ზრუნვის ობიექტად აქციონ. თუმცა, ევროპელი ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ბავშვები, რომლებსაც არ უთამაშიათ ქუჩაში და თამაშის დროს მაგალითად არასდროს უტკენიათ მუხლები,  ზრდასრულ ასაკში სხვადასხვა ფობიებით იტანჯებიან. თუკი ბავშვი წაიქცევა, ამაში ტრაგიკული არაფერია, ამით ის გაიაზრებს, რომ ეს ნორმალური მოვლენაა. ასევე, მოზარდის ემოციური გამოცდილებისთვის, კარგი იქნება თუ გადაიტანენ კინკლაობას მეგობრებთან, ან თუნდაც პირველი სიყვარულის ციებ-ცხელებას.  ემოციური სიმწიფე აუცილებელია ხანგრძლივი ურთიერთობებისთვის. უფროსები, ბავშვის ცხოვრებიდან რისკის გამორიცხვით, მათში ქედმაღლობას, დიდგულობას და სამომავლოდ დაბალ თვიშეფასებას იწვევენ.

2. ნაადრევად მივდივართ ბავშვის დასახმარებლად

როდესაც ბავშვთან დასახმარებლად სწრაფად მივდივართ და მას ”მზრუნველობით” თავს ვევლებით, ბავშვს ვართმევთ შესძლებლობას  თავად ეძებოს სიტუაციიდან გამოსავალი. ადრე თუ გვიან, ბავშვები ეჩვევიან იმას, ვიღაც მათ შველით. შედეგად, შესაძლოა, თქვენმა შვილებმა ვერ მოახდინონ ადაპტირება ”დიდების სამყაროში”

3. ზედმეტად ძლიერ გამოვხატავთ აღტაცებას

საზოგადოებაში გადაჭარბებული თვითშეფასების ტენდენცია არსებობს. ”ყველა მონაწილეს თითო თასი”- ეს წესი ბავშვს საშუალებას აძლევს თავი განსაკუთრებულად იგრძნოს. მაგრამ თანამედროვე ფსიქოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ  წახალისების ასეთი მეთოდი გაუთვალისწინებელ შედეგს იწვევს. გარკვეული დროის შემდეგ ბავშვი ხვდება, რომ ერთადერთი ადამიანები, რომლებსაც ის განსაკუთრებულად მიაჩნიათ ეს მისი მშობლები არიან, ხოლო დანარჩენები ასე არ ფიქრობენ. ამ დროს ბავშვშვს ეჭვი უჩნდება მშობლების ობიექტურობაში. ბავშვს სიამოვნებს შექების მოსმენა, მაგრამ ხვდება, რომ ეს სინამდვილესთან კავშირში არ არის. დროთა განმავლობაში ბავშვი ეჩვევა თაღლითობას,  მოვლენების გაზვიადებას და ტყუილს, რათა რეალობის პრობლემებისგან გაქცევა შეძლოს. იმიტომ რომ, მას უბრალოდ არ შეუძლია რეალურ პრობლემებთან შეჭიდება.

4. საკუთარი დანაშაულის შეგრძნებას საშუალებას ვაძლევთ დაჩრდილოს კარგი საქციელი

თქვენს შვილს არ უნდა უყვარდეთ ყოველ წუთს. მას ცხოვრებაში ბევრი უსიამოვნების გადალახვა მოუწევს, მაგრამ შესაძლოა ხელი შეუშალოს განებივრებამ. ამიტომ უთხარით მათ "არა" ან "ახლა არა", რათა მათ ისწავლონ თავიანთი სურვილებისა და მოთხოვნილებებისთვის ბრძოლა. თუკი ოჯახში ბევრი ბავშვია, მშობლები ერიდებიან მხოლოდ ერთის დასაჩუქრებას. მაგრამ ყველასი და ყოველთვის დასაჩუქრება არარეალურია. ამ ქმედებით ჩვენ ვკარგავთ შანსს, რომ ბავშვებს დავანახოთ - წარმატება დამოკიდებულია საკუთარ ძალისხმევაზე და საქციელზე.

5. ჩვენ არ ვუზიარებთ საკუთარ შეცდომებს

დადგება დრო, როცა მოზარდი "ფრთების გაშლას" მოისურვებს და უფროსმა მას ამის საშუალება უნდა მისცეს.  თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მას არ უნდა დავეხმაროთ უცნობ სამყაროში ორიენტირებაში. გაუზიარეთ შვილებს შეცდომები, რომელიც ცხოვრებაში დაგიშვიათ  და თავიდან აირიდეთ მორალისტური ნოტაციები მოწევაზე, ალკოჰოლსა ან ნარკოტიკებზე. ბავშვები მზად უნდა იყვნენ უსიამოვნებებთან შესახვედრად და მათ უნდა შეეძლოთ შედეგებზე პასუხისმგებლობის აღება.  მოუყევით მათ, რას გრძნობდით, როცა მსგავს ვითარებაში მოხვედრილხართ, რითი ხელმძღვანელობდით და რა გაკვეთილი მიიღეთ კონკრეტული შეცდომიდან.

6. "ინტელექტისა" დ "ნიჭიერების" გაგება "სიმწიფედ" მიგვაჩნია

ინტელექტი ხშირად შეცდომით გამოიყენება ბავშვის მოწიფულობის გასაზომად და შედეგად მშობლები მიიჩნევენ, რომ ჭკვიანი ბავშვი მზადაა რეალურ სამყაროსთან შესახვედრად. ეს ასე არ არის. მაგალითად, ზოგიერთ სპორტსმენსა თუ ჰოლივუდის ვარსკვლავს გარკვეული ნიჭი აქვს, თუმცა ისინი ხშირად ხვდებიან სკანდალის ეპიცენტრში. ნუ იფიქრებთ, რომ თქვენი შვილი ყველაფერში ნიჭიერია. დააკვირდით მის ტოლ სხვა ბავშვებსაც, თუკი შეამჩნევთ, რომ ისინი მეტად დამოუკიდებელნი არიან, მაშინ შესაძლოა თქვენ თავად აფერხებთ ბავშვში დამოუკიდებლად ცხოვრების განვითარებას.

7. ჩვენ თავად არ ვასრულებთ იმას, რასაც მათ ვასწავლით

როგორც მშობლებმა, ჩვენ უნდა მოვახდინოთ ისეთი ცხოვრების მოდელირება, რომელიც ჩვენი შვილებისთვის გვსურს. ამ დროს სწორედ ჩვენ ვართ საკუთარი ოჯახის ლიდერები, ამიტომ ყურადღებით მოეკიდეთ თქვენს თითოეულ ნაბიჯს, თუნდაც წვრილმან საკითხს. გახსოვდეთ, თქვენ თქვენივე შვილები "გითვათვალებენ". დაანახვეთ ბავშვებს, რას ნიშნავს ბოლომდე და სიამოვნებით სხვების დახმარება. გახადეთ ადამიანები და ადგილები იმაზე უკეთესი, ვიდრე ეს თქვენამდე იყო და თქვენი შვილებიც იმავეს გააკეთებენ.

წყარო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს