5 რჩევა მომავალ პატარძლებს

5 რჩევა მომავალ პატარძლებს

როგორც არ უნდა უარყონ, ქალებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ქორწილია - თეთრი კაბა, თაიგული, საყვარელი მამაკაცი და ახლობელი ადამიანები. 

თუმცა, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ყველა ქვეყანაში ქალი ერთსა და იმავე შეცდომას უშვებს - გთავაზობთ 5 რჩევას, რომელიც მომავალმა პატარძალმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.

1. რადგან მამაკაცმა ცოლობა გთხოვათ, გამოდის თქვენი გარეგნობა მაქსიმალურად აკმაყოფილებს.

2. არ შეუკვეთოთ ერთი ზომით პატარა საქორწილო კაბა იმ იმედით, რომ წონაში დაიკლებთ! გულწრფელად ვთქვათ - თუ მთელი წლის განმავლობაში 1 კილოც კი ვერ დაიკელით, 1 თვეში რისი იმედი გაქვთ?

3. ქორწილში პატარძალი უნდა ბრწყინავდეს, მაგრამ კონკურენცია ძალიან დიდია - ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ ნებისმიერი სტუმარი ქალი რამდენიმე კვირით ადრე დაიჭერს თადარიგს. აუცილებელია, ჯანსაღად იკვებოთ და ივარჯიშოთ.

4. არ დაიცვათ მკაცრი დიეტა! წინააღმდეგ შემთხვევაში, ქორწილის დღეს უბედური, მშიერი და გამოფიტული მზერა გექნებათ. ამას დაერთვება დეპრესია, რადგანაც თაფლობის თვეს გემრიელ კერძზე უარს ვერ იტყვით და დიეტით დაკლებულ წონას გააორმაგებთ.

5. ნუ დაგავიწყდებათ საკუთარი თავი - ეს თქვენი ქორწილია და მაქსიმალურად შეეცადეთ, ზედმეტი ნერვიულობისა და საორგანიზაციო საქმეების მოგვარებით თავი არ დაიტანჯოთ.

მომზადებულია msn.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს