მურღულია: შამათავამ მითხრა ავტობუსებს უნდა ესროლო, აფეთქება აფხაზებსა და რუსებს უნდა დავაბრალოთო

მურღულია: შამათავამ მითხრა ავტობუსებს უნდა ესროლო, აფეთქება აფხაზებსა და რუსებს უნდა დავაბრალოთო

2008 წლის ხურჩის ტერაქტის საქმეზე ბრალდებულ მალხაზ მურღულიას განცხადებით, აფეთქება, რომელიც ხურჩაში მოხდა კუდ-ის სამეგრელოს სამმართველოს უფროსის, რომან შამათავას გასროლილმა ტყვიამ გამოიწვია. ეს განცხადება მალხაზ მურღულიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. ხურჩის ტერაქტის საქმეზე დაკითხვისას განაცხადა.

"მე და შამათავა წავედით ანაკლიის მიმართულებით, გავჩერდით სტადიონზე. დამანახა ორი ავტობუსი. მითხრა, რომ ამ ავტობუსებს უნდა ესროლო და აფეთქება აფხაზებსა და რუსებს უნდა დავაბრალოთო. ვკითხე, ხალხი რომ არის იქ-მეთქი? ნუ გეშინია, ხალხს გამოვიყვანო. დავათვალიერე ავტობუსი და რომ დავრწმუნდი, ავტობუსი ცარიელი იყო და შამათავამაც რომ გაისროლა, ნიშანი მომცა და მეც გავისრილე. ერთ კვირაში 10 000 ლარი ჩამერიცხა", - აღნიშნა მალხაზ მურღულიამ.

ბრალდების წარდგენის შემდეგ მურღულია ბრალს არ აღიარებდა, თუმცა მოგვიანებით აღიარა, რის შემდეგაც პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 

იხილეთ ვრცლად

livepress.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა