სამთავრობო უწყებების Facebook-ის გვერდებზე 9 აპრილთან დაკავშირებით მთავარი ფოტოები შეცვალეს

სამთავრობო უწყებების Facebook-ის გვერდებზე 9 აპრილთან დაკავშირებით მთავარი ფოტოები შეცვალეს

9 აპრილის ტრაგედიის 25 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს სამთავრობო უწყებების Facebook-ის ოფიციალურ გვერდებზე მთავარი ფოტოები შეიცვალა.

როგორც "ამბები.გე"-ს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, საქართველოს მთავრობა ამ ფორმით, სიმბოლურად, კიდევ ერთხელ პატივს მიაგებს დაღუპულთა ხსოვნას.

"9 აპრილის ღამეს, ტრაგედიის 25 წლის თავზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც პარლმენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, საქართველოს სამთავრობო უწყებების Facebook-ის ოფიციალურ გვერდებზე მთავარი ფოტოები შეიცვალა.

საქართველოს მთავრობა ამ ფორმით, სიმბოლურად, კიდევ ერთხელ პატივს მიაგებს იმ ადამიანთა ხსოვნას, რომლებიც აქციის დარბევის შედეგად დაიღუპნენ. 9 აპრილის ტრაგედიას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა", - ნათქვამია პრემიერი-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს