5 ყველაზე საბედისწერო სიკვდილი

5 ყველაზე საბედისწერო სიკვდილი

გთავაზობთ სხვადასხვა დროს მომხდარი 5 ყველაზე უცნაური და საბედისწერო სიკვდილის ისტორიას:

1. რუსეთში, ყაზანში მცხოვრები ფაგილიუ მუხამეთზიანოვი გარდაცვლილად გამოაცხადეს. ეს ინციდენტი 2012 წლის ივნისს მოხდა. დაკრძალვისას 49 წლის ქალის შეძრწუნებული ყვირილი გაისმა. ქალმა გააცნობიერა, რომ მარხავდნენ და ისტერიკაში ჩავარდა. ქალი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა, ამ დროს ფაგილიუ გულის შეტევით გარდაიცვალა. მისი ქმარი საავადმყოფოს უჩივის და ცოლის სიკვდილში ექიმებს ადანაშაულებს.

2. 2012 წელს მონრეალში პატარძალი გარდაიცვალა. 30 წლის ქალი საქორწინო ფოტოსესიას იღებდა; ქალი 15-30 სანტიმეტრი სიღრმის წყალში პოზირებდა. მოულოდნელად მსხვერპლმა განაცხადა, რომ მისი კაბა ძალიან მძიმე იყო და წყლიდან ამოსვლა უჭირდა, მან ფოტოგრაფსა და მის ასისტენტს დახმარება სთხოვა. თუმცა, მათ ქალის წყლიდან ამოყვანა ვერ შეძლეს. მოულოდნელად ის ძლიერმა დინებამ წაიღო და წყალქვეშ გაუჩინარდა. სამართალდამცავებმა ქალის გვამს 4 საათში მიაგნეს. მსხვერპლს მარია პანტაზოპოულოსი ერქვა და რამდენიმე თვის გათხოვილი იყო; ფოტოსესია კი იმისთვის მოაწყო, რომ საქორწინო კაბაში წყლის პირას ეპოზიორა.

3. 18 წლის მთვრალი ბოლივიელი ახალგაზრდა ნავიდან მდინარეში გადახტა, რომელიც პირანიებით იყო სავსე. ახალგაზრდა უამრავი ნაკბენის შედეგად გარდაიცვალა. პოლიციამ ინციდენტი თვითმკვლელობად შეაფასა, რადგანაც მათი თქმით, ის მეთევზე იყო და მდინარესაც კარგად იცნობდა - იცოდა, რომ წყალში პირანიები იყვნენ.

4. 65 წლის დენი ვანზანდტი 2013 წელს სპონტანური აალებით გარდაიცვალა. ის დაფერფლილი ოჯახმა იპოვა. გარდაცვლილი ალკოჰოლს სვამდა და სიგარეტს ეწეოდა - თუმცა, ეს მავნე ჩვევები არ ყოფილა მისი საშინელი სიკვდილის მიზეზი.

5. 44 წლის მაკ ვოლფორდი 2012 წელს გველმა დაკბინა. ის სახელმწიფო პარკში ჩხრიალა გველის გვერდზე იჯდა, როდესაც ქვეწარმავალმა ბარძაყზე უკბინა. მოგვიანებით სახლში დაბრუნდა და თვითნებურად მკურნალობდა. როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა. ვოლფორდს სწამდა, რომ ბიბლია ქრისტიანებისგან მოითხოვს, რომ შხამიანი გველები ხელში დაიჭირონ და ამით გაიარონ ღმერთის რწმენაზე ტესტი. მისი აზრით, ამ გზით ადამიანი რწმენას განიმტკიცებს და ქვეწარმავლებიც არ უკბენენ, ან დაკბენის შემთხვევაში, განიკურნება.

მომზადებულია oddee.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს