საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, ცოტნე გამსახურდია ქართველი ჟურნალისტების არაპროფესიონალიზმით აღშფოთებულია. გამსახურდია "ფეისბუქის" პირად გვერდზე 9 აპრილს ყოფილი პარლამენტის შენობის წინ მომხდარ ფაქტს აღწერს.
"მეკითხებიან დღეს ჟურნალისტები პარლამენტის წინ (კომპანიებს არ დავასახელებ) :
რატომ მოხვედით აქ?
მეორემ: აქ რა ხდება?
თქვე ჩემა, ვუთხარი, დაწყებითი კლასების მასწავლებელი ვარ, რომ აგიხსნა, რა ხდება? ესკიმოსივით, что вижу, о том и пою... რასაც ვხედავ, ის აღვუწერო? მარტივად, ძეჟურნი, სტანდარტული კითხვები. არც ანალიზი, არც პარალელები, არც "ჩამჭრელი კითხვა", არც ისტორია ან პროგნოზი! წადით, ბიძია, მზარეულებად, დამლაგებლებად, გამყიდველებად, პატიოსნად შრომა სირცხვილი არ არის. ან ამ დამქირავებლებს გეხალისებათ ამდენი უვიცის რჩენა??? ამიტომ ვართ ასეთ კატასტროფულ დღეში, ესეც კია: მედია ხომ რეალურად მეოთხე ხელისუფლება უნდა იყოს. ახლა ამათი კრიტიკის და კითხვების რომელ ხელისუფალს შეეშინდება?! ეჰჰჰ, ნეტა ჟურნალისტი ვყოფილიყავიიი", - წერს ცოტნე გამსახურდია.